შსს-ს ზომების გატარება დაევალა ზოგიერთ ღამის კლუბში არსებული უკანონობის წინააღმდეგ

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ცენტრში მდებარე ზოგიერთ კლუბში ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის გამო აღშფოთება გამოთქვა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში ვარდების მოედანთან მდებარე ღამის კლუბებში არსებული სიტუაციის გარკვევა დაავალა. მისი თქმით, იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ და არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება.

ზემოხსენებულ კლუბებში, ძირითადად, ერთობიან უცხოელები — აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

„ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში, სამწუხაროდ, კანონდარღვევები ხდება. მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს, დაინტერესდნენ ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
„ქართულმა ძალამ“ თბილისის ცენტრში არეულობა მოაწყო

საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს და ხელისუფლება არ დაუშვებს მის დარღვევას, აღნიშნა პრემიერმა.

"ამიტომ სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებითა და ამოქმედებით, მინდა ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე თხოვნით მიმართა საკუთარ თანაშემწეს ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

ამ განცხადებიდან ორი საათის შემდეგ მთავრობის მეთაურმა ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.

წვიმიანი დილა თბილისში - Sputnik საქართველო
ადამაინის უფლებათა დღე: 2016: სიტუაცია საქართველოში

"რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან. არა, მეგობრებო! ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმემ ეს ასე გაიგო. ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ამ კლუბებში ადგილი აქვს პროსტიტუციას, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

არსებულ სიტუაციას მან მწარე რეალობა და ძალიან დიდი პრობლემა უწოდა.

"ქართველი მამაკაცების არშეშვება არის პრობლემა მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მეტიც, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და ამიტომ არის პრობლემატური ამ საკითხის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დაამატა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ზომების მიღება დაავალა.

"ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებების საკითხებში ჩემს თანაშემწეს სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან, შესაძლოა, ირღვეოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს", — განმარტა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0