თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულია 3 ათას 486 დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,72%–ით (25 ერთეულით) ნაკლებია, — იუწყება საქართველოს შსს.
3 ათას 486 შემთხვევიდან გახსნილია 1 ათას 565 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტმა 44,89% შეადგინა.
2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 29500 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 58.34, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა —3.89%.
შსს–მ ასევე გამოაქვეყნა ნარკოდანაშაულის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იანვარ–ოქტომბრის პერიოდში რეგისტრირებულია 4 ათას 288 ნარკოდანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,43%–ით ნაკლებია.
შსს–ს მონაცემებით, 4 ათას 288 ნარკოდანაშაულიდან სამართალდამცველებმა 3 ათას 947 დანაშაული გახსნეს. დანაშაულის გახსნის პროცენტია 92,05%.
მიმდინარე წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა 542 ნარკოდანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,12%–ით ნაკლებია.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 542 დანაშაულიდან 470 შემთხვევა გახსნილია. დანაშაულის გახსნის პროცენტია 86,72%.