საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

© FB / Министерство обороны Грузииლევან იზორია ბალტიის თავდაცვის კოლეჯს ეწვია
ლევან იზორია ბალტიის თავდაცვის კოლეჯს ეწვია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბალტიის თავდაცვის კოლეჯში, რომელსაც ლევან იზორია ეწვია, ქართველი სამი ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი სწავლობს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში — ფინეთი, შვედეთი და ესტონეთი — ტურნეს ფარგლებში ესტონეთის ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯს ეწვია და ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველი სამი ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი სწავლობს. ისინი გადიან საშტაბო-სამეთაურო და უმაღლესი სარდლობის კურსებს. მსოფლიოში ცნობილი კოლეჯი 1998 წელს ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის — ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის გადაწყვეტილებით, ოფიცერთა განათლების სფეროში თანამშრომლობისთვის შეიქმნა.

„ეს სასწავლებელი ევროპაში გამორჩეულია, აქ მიღებული კვალიფიკაცია კი — საკმაოდ მაღალი. გვსურს, რომ თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და მომავალი წარმატება სწორედ ასეთი კვალიფიციური კადრებით იყოს განსაზღვრული და განპირობებული. როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, ყველანაირ პირობებს შევუქმნით, რომ სწორედ მათთან ერთად განვახორციელოთ დაწყებული რეფორმები“, — განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს

ქართველ სტუდენტებთან შეხვედრას მინისტრის გარდა, ესწრებოდნენ მისი პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი და საქართველოს სამხედრო ატაშე ბალტიის ქვეყნებში, პოლკოვნიკი არჩილ პეტრემღვდლიშვილი.

„სტუდენტები მაქსიმალურ ინფორმაციას იძენენ ტაქტიკურ-ოპერატიული, სტრატეგიული დონის თანამდებობებისთვის, ასევე გადიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და ლიდერის კურსებს. ქართველი სტუდენტები მომავალში ოპერატიულ-სტრატეგიულ თანამდებობებზე დაინიშნებიან“, — განაცხადა გენშტაბის უფროსმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ესტონეთში ასევე დაგეგმნილი აქვს შეხვედრა ესტონელ კოლეგა მარგუს ცაჰკნასთან და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან.

ლევან იზორია ფინეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთს პირველად ეწვია

ლევან იზორია ევროპულ ქვეყნებში ტურნეში 23 იანვარს გაემგზავრა. მან უკვე გამართა შეხვედრები ფინეთის თავდაცვის მინისტრ იუსი ნიინისტესთან, ფინეთის ტავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერაკ-მაიორ იარმო ლინდბერგთან და საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინისთან.

ფინეთის შემდეგ იზორია შვედეთს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პიტერ ჰულტქვისტთან.

მოგვიანებით იზორია ეწვია ანალიტიკურ-კვლევით ცენტრს „საზოგადოება და თავდაცვა“, სადაც იქ მყოფთ შვედეთისა და საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები გააცნო. იზორია ასევე ესტუმრა შვედეთის სამხედრო აკადემია „კარლბერგს“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მიკაელ ბიუდენს და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს.
ტურნე 28 იანვარს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0