საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს

გამოწერა
ლევან იზორია მიიჩნევს, რომ საქართველომ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში გამოცდილება ერთმანეთს უნდა გაუზიარონ.

თბილისი, 25 იანვარი —  Sputnik. საქართველომ და შვედეთმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა და ტერიტორიული თავდაცვის ეფექტური სისტემის შექმნის პროცესში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სტოკჰოლმის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში „საზოგადოება და თავდაცვა“ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთში ევროპულ ქვეყნებში (ფინეთი, შვედეთი და ესტონეთი) ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ის უკვე ეწვია ფინეთს, სადაც მოლაპარაკებები გამართა ფინელ კოლეგასთან იუსი ნიინისტესთან. 

„მსურს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ ტერიტორიული თავდაცვის ეფექტური სისტემის შექმნის პროცესში ერთმანეთს გამოცდილება უნდა გავუზიაროთ, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული“, — განაცხადა იზორიამ.  

ლევან იზორია ფინეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთს პირველად ეწვია

თავდაცვის მინისტრი ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხსაც. 2016 წლის ივლისში ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმდნენ, რაშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

„იმისათვის, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ უსაფრთხოების გარემოს არასტაბილურობის ზრდას შავი ზღვის რეგიონში, გვსურს უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებულ სტაბილურობის პროექტებში და გავზარდოთ ჩვენი კონტრიბუცია ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, — დასძინა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორია საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემას. 

შავი ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
თბილისში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში „საზოგადოება და თავდაცვა“ სიტყვით გამოსვლამდე იზორიამ სამხედრო აკადემია „კარლბერგში“ შეხვედრები გამართა შვედ კოლეგასთან პიტერ ჰულტქვისტთან და შვედეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან, გენერალ მიქაელ ბიუდენთან.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან.

შვედეთიდან ლევან იზორია ესტონეთში გაემგზავრება, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყება, სადაც ლევან იზორია ქართველ კურსანტებს შეხვდება.

ლევან იზორიას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ესტონეთის თავდაცვის მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ასევე თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ინდრეკ სირელთან.

ყველა ახალი ამბავი
0