საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთს პირველად ეწვია

© FB / Минобороны Грузииლევან იზორია ფინეთში
ლევან იზორია ფინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა, რომელიც, ისევე, როგორც საქართველო, ნატოს „გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფის“ წევრი ქვეყანაა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ფინეთში თავისი პირველი ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრები გამართა ფინელ კოლეგა იუსი ნიინისტოსთან და ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებთან.

იზორია ევროპულ ქვეყნებში ორშაბათს გაემგზავრა. ფინეთის გარდა ის ეწვევა შვედეთსა და ესტონეთს, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ჰელსინკი - Sputnik საქართველო
პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ორგანიზებას საკუთარ თავზე ფინეთი იღებს

„ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ფინეთში. ფინეთი საქართველოსთან ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფის“ წევრი ქვეყანაა ნატოსთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ ამ ურთიერთობებს ფინეთთან ვიწყებთ“, — განაცხადა იზორიამ.

„გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფი“ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა 2014 წელს უელსის ნატოს სამიტზე დააფუძნეს. საქართველოსა და ფინეთის გარდა ჯგუფში შედიან ავსტრალია, შვედეთი და იორდანია. მისი მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავება.

„ამ ვიზიტის მოხარული ვართ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს ფინეთში. ეს ჩვენთვის პატივია. დღეს ჩვენ საინტერესო დისკუსია გავმართეთ ორმხრივი თანამშრმლობის შესახებ. ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი თანამშრომლობის დიდი ისტორია არ აქვთ, მაგალითად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში პირველად იმყოფება, მაგრამ ძალიან საინტერესო ხედვები გაგვაჩნია ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და თანამშრომლობაზე“, — განაცხადა ნიინისტემ.

შეხვედრისას იზორიამ თავის კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და ასევე მადლობა გადაუხადა ფინელ ექსპერტებს სწავლებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მონაწილეობისთვის.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
საქართველოს და ფინეთის თავდაცვის მინისტრებმა ნატოსთან მიმართებით საკითხები განიხილეს

იზორიამ შეხვედრის დაწყებამდე გვირგვინებით შეამკო ფინეთის ეროვნული გმირის, მარშალ მანერჰეიმის საფლავი და ასევე ჰიეთანიემის სასაფლაოზე გმირთა ჯვარი და ფინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

ფინეთიდან ქართული დელეგაცია შვედეთში გაემგზავრება, სადაც იზორია შეხვედრას გამართავს შვედ კოლეგა პეტერ ჰულტკვისტთან. მოგვიანებით მინისტრები ეწვევიან ანალიტიკურ-კვლევით ცენტრს „საზოგადოება და თავდაცვა“ და საზოგადოებას თავდაცვის სფეროში შვედეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს გააცნობენ.

იზორია ასევე ეწვევა შვედურ სამხედრო აკადემია „კარლბერგს“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ასევე აქვს დაგეგმილი შეხვედრა შვედეთის მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბლუდენთან და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან.

ყველა ახალი ამბავი
0