საქართველოს და ფინეთის თავდაცვის მინისტრებმა ნატოსთან მიმართებით საკითხები განიხილეს

© facebook.com/mod.gov.ge Сайт Министерства обороныთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინეთთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ყველაზე უფრო მომგებიანი და გამოსადეგი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, რამდენადაც ორივე ქვეყანა ნატოს პარტნიორია, განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფინელ კოლეგასთან  იუსი ნიინისტესთან (Jussi Niinistö) შეხვედრა 

მიუნხენის რიგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე. 

გიორგი კვირიკასვილი ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად - Sputnik საქართველო
ბულგარეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას უცხადებს

„თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ, ფინეთი, ავსტრალია და შვედეთი ერთ ჯგუფში ვართ (ნატოს პარტნიორები — რედ.) და ფინეთთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ყველაზე უფრო მომგებიანი და გამოსადეგი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“, — ციტირებს მინისტრის სიტყვებს საქართველოს თავდაცვის უწყება.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 

მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერი უკვე შეხვდა ბულგარეთის პრეზიდენტს, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრსა და ევროპული დიპლომატიის პირველ პირებს.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 14 თებერვალს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0