ბულგარეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას უცხადებს

© მთავრობის პრესსამსახურიგიორგი კვირიკასვილი ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად
გიორგი კვირიკასვილი ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების, ინფრასტრუქტურული პროექტების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარდა, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან შეხვედრა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.

შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების, ინფრასტრუქტურული პროექტების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარდა, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

რონეს პლევნელიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზების ლიბერალიზაციისადმი.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივებს“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ყველა ახალი ამბავი
0