"კაბელების საქმე": რა დააშავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ჩინოვნიკებმა

© photo: Sputnik / Andrei Starostinკანონი და მართლმსაჯულება
კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის 7–წლიანი ვადა 1 წელსა და ექვს თვემდე შეამცირა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების პატიმრობის ვადა შეამცირა — გაფლანგვის ბრალდების კვალიფიკაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით შეიცვალა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ჩინოვნიკებს პატიმრობაში რამდენიმე თვის გატარება მოუწევთ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 7–წლიანი განაჩენის ვადა 1 წელსა და ექვს თვემდე ვადით შემცირდა.

ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ. 

„ის, რისთვისაც დაცვის მხარე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდა, რომ არ არსებობს არავითარი გაფლანგვა და გამოჩნდა, რომ ბრალდებულებს არც ერთი თეთრი არ გაუფლანგავთ. მეორეს მხრივ, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს. საერთოდ, გაუგებრად მიგვაჩნია, როგორ შეიძლება გამოიყენო თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად ჯგუფურად. ბუნებრივია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გავასაჩივრებთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
„კაბელების საქმე“: თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ჩინოვნიკებს პატიმრობის ვადა შეუმცირეს

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეთანხმება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იყო ადეკვატური. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ღრმა ანალიზის შედეგი არ უნდა ყოფილიყო“, — განაცხადა პროკურორმა ნინო აღლამეშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით და მტკიცებულებებით და არა საქმის დასრულებით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით.

„კაბელების საქმე“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის ოქტომბერში 4,1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულთა შორის იყვნენ: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი.

სისხლის სამართლის საქმე ნაწილობრივ გასაიდუმლოებული იყო, ამიტომაც სასამართლო მოსმენები დახურული იყო.

სასამართლო - Sputnik საქართველო
სააპელაციო სასამართლომ „კაბელების საქმეში“ მთავარი მტკიცებულება დააბრუნა

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალის „თბილისი–კოჯორი–წალკა–ახალქალაქი–ახალციხე–ბათუმის“ შესყიდვაზე 2013 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის წინადადება ცხრა კომპანიას გაეგზავნა. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მაშინ დაფიქსირდა პირველი კანონდარღვევა.

გამოძიების მონაცემებით, ცხრიდან რვა საკომუნიკაციო კომპანიამ წინადადება განაცხადების მიღების დასრულებამდე ექვსი დღით ადრე მიიღო, და მხოლოდ კომპანია Silknet–მა ამის შესახებ ორი თვით ადრე იცოდა.

მოკლე ვადების გამო ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე ხუთმა კომპანიამ უარი განაცხადა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადები მხოლოდ ოთხი კომპანიისგან მიიღო — Silknet, Deltacom, „ოპტიკ ონლაინ“ და „სპეცკავშირმშენი“.

თავდაცვის სამინისტრომ უპირატესობა კომპანია Silknet–ს მიანიჭა, რომლის სატენდერო წინადადება მინიმალური აღმოჩნდა და 6,7 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოძიების პრეტენზიები მდგომარეობდა იმაში, რომ თავდაცვის სამინისტრომ უპირატესობა მიანიჭა კომპანიას, რომელმაც არა ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაგისტრალი შესთავაზა, არამედ 2,6 მილიონი ლარის ღირებულების კაბელის შიდა ღერები. სამინისტრომ  Silknet–ს მომსახურების მთლიანი თანხა გადაუხადა — 6,7 მილიონი ლარი.

ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ ფაქტორი 

სასამართლო სხდომას  „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლის ლიდერი უკანასკნელ დრომდე ირაკლი ალასანია იყო. უწყების მაღალჩინოსნები სწორედ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს დააკავეს.

ალასანიას თავისი თანამშრომლების ბრალეულობაში ეჭვი თავიდანვე შეეპარა და მან განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს. მთავარ პროკურატურასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული უთანხმოება ალასანიასა და მმართველი წრეების დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა "კაბელების საქმეზე" დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს

2014 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა. სოლიდარობის ნიშნად თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა, პარტია წამყვანმა წევრებმა დატოვეს — ალასანიამ, პეტრიაშვილმა, ფანჯიკიძემ და სხვებმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას კომენტარი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გაუკეთა:

„თუ საჭირო გახდება, ევროპის სასამართლოში წავა ეს საქმე და საბოლოდ, იქ გამართლებით დასრულდება… მე ვიცი მსჯავრდებულების განწყობა. ისინი არ აპირებენ ამასთან შეგუებას, თავი მიაჩნიათ უდანაშაულოდ და სრულიად მართებულად. ასევე, ვიცი ადვოკატების მზაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდიც ბოლომდე გვერდში ვედგებით, ვიდრე სამართალი არ დადგება ამ საკითხზე და ეს საქმე კვლავ გამამართლებელი განაჩენით არ დამთავრდება“, — განუცხადა ჟურნალისტებს შავგულიძემ.


ყველა ახალი ამბავი
0