ჩახუტების დღე: როგორ ვისწავლოთ სიყვარული და გავხდეთ ბედნიერნი

CC0 / Pixabay / vborodinova / ჩახუტების დღე
ჩახუტების დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩახუტება გვეხმარება ჩვენი განცხდები და გრძნობები უფრო ნათლად გამოვხატოთ, ვიდრე ეს სიტყვებს შეუძლიათ...

ჩახუტების საერთაშორისო დღე — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და კეთილი დღესასწაულია. ამ არაოფიციალურ დღესასწაულს 21 იანვარს ყველა ის ადამიანი აღნიშნავს, ვისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი სითბოს გაზიარებას გარშემომყოფთათვის —  ჩახუტებით. 

ჩახუტების დღე — მშვენიერი მიზეზია იმისათვის, რომ მოეხვიოთ თქვენს ნათესავებსა და ახლობლებს და უთხრათ მათ რამდენად გიყვართ. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების დაახლოებასა და იმის გაცნობიერებას უწყობს ხელს, თუ რამდენად აუცილებელია მხარდაჭერა, ზრუნვა და ერთმანეთის ყურადღება. 

დღესასწაული წელიწადში ოთხჯერაც კი აღინიშნება. მათგან ორჯერ — წელიწადის ყველაზე ცივ დროს — 4 დეკემბერსა და 21 იანვარს, კიდევ ორჯერ კი ზაფხულში — 15 და 22 ივლისს. 

აირჩიეთ ფერი და ფსიქოლოგები თქვენს ხასიათს განსაზღვრავენ - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგებმა წინასწარმეტყველებას მიჰყვეს ხელი

დღესასწაულის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულს არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, ზუსტად არავინ იცის საიდან გაჩნდა ეს იდეა. ჩახუტების დღის წარმოშობისა და მისი თარიღის შერჩევის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. 

ერთ-ერთი ვერსიით, დღესასწაული თავის არსებობას ერთ ახალგაზრდა კაცს უნდა უმადლოდეს, სახელად ხუანს. 70-იანი წლების დასაწყისში სიდნეის აეროპორტში ჩასულ ხუანს არავინ დახვდა და სხვა მგზავრების დამხვედრი ახლობლების და მეგობრების ჩახუტების მომზერალს, სევდა მოეძალა. 

ხუანს დიდხანს არ უფიქრია, მუყაოზე დააწერა „ჩაგეხუტებით უფასოდ“ და ამ პლაკატით ხელში აეროპორტის შენობასთან დადგა. თავდაპირველად ხალხი გვერდს უვლიდა. შემდეგ, ახალგაზრდა კაცს ერთი ქალი მიუახლოვდა და უთხრა, რომ იგი საყვარელმა ადამიანმა დატოვა და უნდა ვინმეს ჩაეხუტოს… მას მალე სხვა მარტოხელა ადამიანებიც მოჰყვნენ, რომლებსაც ასევე ენატრებოდათ უბრალო, ადამიანური სითბო…

ტრანსფორმაცია - Sputnik საქართველო
არ იდარდოთ: თუ სასმელს ეძალებით, ეს სიბრძნისკენ ფარული სწრაფვაა, შურიანი ხართ – ეს...

ამ ისტორიამ ავსტრალიაში „ჩახუტების“ მოძრაობას დაუდო სათავე, მას თავდაპირველად სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი, მერე კი ეს ტრადიცია ევროპასაც გადაედო. 1986 წლიდან 21 იანვარს ამ დღის აღნიშვნა აშშ-შიც დაიწყეს, როგორც ეროვნული დღესასწაულის. ინიციატივა ფსიქოლოგიისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა გამოიჩინეს, რომლებიც არა მარტო თავიანთ მეგობრებსა და ნაცნობებს, არამედ სრულიად უცხო ადამიანებსაც ეხუტებოდნენ. 

მას შემდეგ ყოველწლიურად ეს დღესასწაული სულ უფრო მეტ მომხრეს იძენდა და დღეს, მას, უკვე მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. 

ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო
რატომ ეშინიათ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების

ტრადიციები

ჩახუტების საერთაშორისო დღეს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ — მშვიდ ოჯახურ გარემოში ან მეგობრებთან ერთად მხიარულ საღამოზე. ერთადერთი აუცილებელი პირობაა — რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩაეხუტო!

ამ დღეს შეიძლება ჩაეხუტო არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ სრულიად უცნობ ადამიანებსაც. ეს არა მარტო სასიამოვნო, ძალიან სასარგებლოც კია. ჩახუტებით ადამიანები აგრძნობინებენ ერთმანეთს, რომ ისინი ძვირფასნი, საჭირონი, აუცილებელნი არიან ერთმანეთისთვის. ჩახუტება ადამიანებს შორის დაცულობისა და ურთიერთნდობის შეგრძნებებს აღძრავს. 

ხელები - Sputnik საქართველო
ანაბეჭდები ღალატის წინააღმდეგ

უკვე მეცნიერებიც კი ამტკიცებენ, რომ ჩახუტება სასარგებლოა ადამიანის არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც. 

ჩახუტება განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც დეპრესიისა და შფოთვისაკენ აქვთ მიდრეკილება. ჩახუტება მათ სულიერ სიმშვიდეს გვრის. 

საინტერესო ფაქტები

ადამიანები ჩვეულებრივ ეხუტებიან ერთმანეთს შეხვედრისას ან განშორებისას, ბედნიერ წუთებში ან რთული ცხოვრებისეული პრობლემებისას. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ჩახუტება ძალიან სასარგებლოა ადამიანისათვის, რადგან დადებით ზეგავლენას ახდენს მის ფსიქიკასა და განწყობაზე. 

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გულწრფელი ჩახუტება ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების — ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას, აღადგენს გულის რიტმს, არეგულირებს წნევას, მშვენიერი პროფილაქტიკაა გულის დაავადებებისათვის. 

თუ ადამიანს დადებითი ენერგეტიკა აქვს, მისი ცხოვრება ჰარმონიულად ვითარდება - Sputnik საქართველო
ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა...

კვლევებმა დაადასტურეს, რომ რეგულარული ჩახუტებისას 50-დან 48 ქალს არტერიული წნევა ურეგულირდებოდა. 

მეცნიერები თვლიან, რომ რეგულარული ჩახუტება — 3-დან 7-ჯერ, ამაღლებს იმუნურ სისტემასა და ფსიქიკას, ხოლო დღეში რვაჯერ ჩახუტების შემთხვევაში, ადამიანებს სრული ბედნიერების განცდა ეუფლებათ.  

ასევე დამტკიცებულია, რომ ჩახუტება ადრეულ ასაკში ადამიანში სიყვარულის უნარის ფორმირებას უწყობს ხელს. თუკი 7 წლამდე ბავშვი ჩახუტებებს მოკლებულია, იგი ასევე მოკლებული იქნება სიყვარულის უნარს და მისგან შესაძლოა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი გაიზარდოს — ფსიქოპათი ან სოციოპათი. 

დადგენილია, რომ ჩახუტებისას გამომუშავდება ოქსიტოცინი, ჰორმონი, რომელიც სხეულის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, ხოლო ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 20 წამიანი ჩახუტებისას გამოყოფილი ოქსიტოცინის შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. 

შედეგად,  ადამიანები, რომლებიც ხშირად ეხუტებიან, ნაკლებად მოწყვლადი არიან ქრონიკული დაავადებებისა და დამოკიდებულებების მიმართ — არ განიცდიან დაუძლეველ ლტოლვას ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ტკბილეულის მიმართ. 

დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ! - Sputnik საქართველო
რატომ არ თხოვდებიან ქალები?

ბოლო მსოფლიო რეკორდი 24 საათში ჩახუტების რაოდენობების მიხედვით 2010 წელს აშშ-ში ოჰაიოს შტატის მცხოვრებმა 51 წლის ჯეფ ონდაშმა  დაამყარა — 7777 ადამიანის ჩახუტებით. 

და ბოლოს, კვლევებმა დაადასტურეს, რომ ოჯახური წყვილები, რომლებიც ხშირად ეხუტებიან ერთმანეთს, ასევე შინაური ცხოველების პატრონები. რომლებიც ასევე ხშირად იხუტებენ ცხოველებს, გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ. 

ასე რომ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს და იყავით ჯანმრთელნი და ბედნიერნი!

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით. 


ყველა ახალი ამბავი
0