რატომ ეშინიათ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების

გამოწერა

თუ მამაკაცებს ჰკითხავთ, მოსწონთ თუ არა ჭკვიანი ქალები, სავარაუდოდ, უმეტესობისგან დადებით პასუხს მიიღებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე ძალიანაც უნდათ ჭკვიან ქალებთან შეხვედრა-ურთიერთობა და ცხოვრებაც კი.

ბაფალოს უნივერსიტეტის სწავლულებმა ეს მეცნიერულად დაამტკიცეს. ფსიქოლოგებმა სოციალურ ქსელში ორი ქალის აკაუნტი შექმნეს, რათა ენახათ, რომელი უფრო პოპულარული იქნებოდა. ამ ექსპერიმენტში 105 მოხალისე მონაწილეობდა. მათ უნდა გაეკეთებინა არჩევანი კარგად განსწავლულსა და მცირედ ჩამორჩენილ ქალს შორის… და მათი არჩევანი ჭკვიან ქალებზე შეჩერდა.

© FB/ Rati Tsiteladzeეს ყველაზე სახიფათო ტიპია - ტონობით ქარიზმასა და მომხიბლაობას ფლობს
ეს ყველაზე სახიფათო ტიპია - ტონობით ქარიზმასა და მომხიბლაობას ფლობს  - Sputnik საქართველო
ეს ყველაზე სახიფათო ტიპია - ტონობით ქარიზმასა და მომხიბლაობას ფლობს

ჭკვიანი, მაგრამ არა ჩემზე მეტად

ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს დაავალეს, გაევლოთ IQ-ტესტი და შედეგები ისე „ჩაეწყოთ“, რომ მამაკაცებს უფრო ცუდი შედეგი ჰქონოდათ, ვიდრე მათ გვერდით მსხდომ ქალბატონებს. 

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მაღალქულიან მამაკაცსა და დაბალქულიან ქალს შორის უფრო მაღალი იყო რომანტიული ურთიერთობების

გალერეა პროვანსი - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე?
ჩამოყალიბების შანსი, ვიდრე პირიქით — დაბალქულიან კაცსა და მაღალქულიან ქალს შორის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მამაკაცი დათრგუნულად გრძნობდა თავს და ქალის მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებდა. უფრო მეტიც, ქვეცნობიერად გაურბოდა ქალს, რომელიც მისი ინტელექტუალური ფიასკოს მოწმე გახდა.

ქალის ჭკუა კაცის ეგოს მოწყვლადს ხდის

მაშ, რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი  მამაკაცი ჭკვიან ქალთან ურთიერთობის დამყარებას? ამაზე პასუხიც ისევ მეცნიერებმა გასცეს, ამჯერად ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

ფსიქოლოგებმა 896 მამაკაცი და ქალი მიიწვიეს ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. კაცებს სთხოვეს, გაეხსენებინათ ის მომენტი, როდესაც პარტნიორმა ქალებმა მათზე მაღალი შედეგები აჩვენეს ინტელექტუალურ ტესტებში… და ჰოი, საოცრებავ! მამაკაცებს მყის საგრძნობლად დაუქვეითდათ თვითშეფასება.

შემდეგ ჯერზე ფსიქოლოგებმა უკვე წყვილებს შესთავაზე IQ ტესტის გავლა. შედეგი: ქალების 12-მა პროცენტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და… მამაკაცების თვითშეფასება, რომლებმაც არც კი იცოდნენ, თავად რამდენი ქულა ჰქონდათ აღებული ტესტებში, მკვეთრად დაქვეითდა. აი ქალებს კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ ტესტების შედეგებზე თვითშეფასების მხრივ. 

© FL/ garlanddivorcelawyerმამაკაცი - ოჯახის დამცველი
მამაკაცი - ოჯახის დამცველი - Sputnik საქართველო
მამაკაცი - ოჯახის დამცველი

ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ინტუიციის დონეზე ხდება — უბრალოდ, მამაკაცებს არ შეუძლიათ პარტნიორების წარმატებებით ტკბობა. შესაძლოა იმიტომ, რომ კაცები გენდერულ დონეზე გრძნობენ საკუთარი სტატუს-კვოს დაცვის აუცილებლობა-ვალდებულებას და დარწმუნებულები არიან, რომ ყველგან და ყველაფერში უნდა გამოავლინონ და დაამტკიცონ კომპეტენტურობა. აბა, რა! მამაკაცი ხომ ტრადიციულად ოჯახში შემომტანად, მომპოვებლად და მცველად მიიჩნევა.

აი სწორედ ამიტომ აღიქვამენ ჭკვიან ქალს საფრთხედ!

8 მარტის დღესასწაული - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ ქალები?

საოცარია, მაგრამ თუ მამაკაცს უბრალოდ მიანიშნებთ, რომ მისი პარტნიორი ქალი რაღაცაში „ჩაიჭრა“, ამით რამდენიმე წლის განმავლობაში აუწევთ თვითშეფასებას.

და მაინც, მამაკაცს შეუძლია კომფორტულად იგრძნობს თავი ჭკვიანი ქალის გვერდით, თუ… ინფორმაციას სწორად მიაწვდით. 

მოკლედ, ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერ-ფსიქოლოგებმა მამაკაცებს სთხოვეს, მოეთხროთ საკუთარ პარტნიორ ქალებზე, ეთქვათ, რას გრძნობენ, რა დამოკიდებულება აქვთ მათდამი. ამით ის ემოციები გაუაქტიურეს, რომლებიც პარტნიორებთან აკავშირებდათ და მხოლოდ ამის მერეღა აცნობეს, რომ ქალებს მათზე მაღალი ქულები ჰქონდა ტესტებში… და მამაკაცებმა ქალების უპირატესობა-აღმატება „გუნდურ თამაშად“ აღიქვეს.

ყველა ახალი ამბავი
0