არ იდარდოთ: თუ სასმელს ეძალებით, ეს სიბრძნისკენ ფარული სწრაფვაა, შურიანი ხართ – ეს...

© Flickr / Flickr/ Cornelia Koppტრანსფორმაცია
ტრანსფორმაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ადამიანის უარყოფითი თვისებები პოზიტიურ ტენდენციებს შეიცავს, რომლებიც არის კიდეც მათი ძირი, საფუძველი და ამ პოზიტიური ტენდენციების განვითარებას ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრებისკენ მივყავართ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ნეგატიური ტენდენცია — ესაა სულიერი ენერგიის არასწორი გამოყენება, რასაც, ბუნებრივია, არანაკლებ ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

ალკოჰოლიზმი

ესაა სიბრძნისკენ ფარული სწრაფვა, რომელიც პრობლემის სიღრმეში წვდომას გულისხმობს. თრობის მდგომარეობაში ადამიანი ურთიერთობებისკენ ისწრაფვის, რადგან სწორი ურთიერთობა პრობლემების „გამხსნელია“ (მაგრამ არა მთვრალ მდგომარეობაში). თანამოსაუბრის პოვნისას ურთიერთობებს საფუძველი ეყრება, იწყება დაგროვილი ტკივილის „გადმოღვრა“. რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში პრობლემები არ გვარდება, რადგან ალკოჰოლიზმი სიბრძნისა და ფილოსოფიის მხოლოდ უხეში სუროგატია. ესაა ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობის დამახინჯებული სურვილი, ამ ურთიერთობების შემცვლელი. ძალისხმევის მიმართულების მცირე ცვლილება და ადამიანს ფილოსოფიის სიმაღლეების დაპყრობა შეუძლია.

© Flickr / Flickr/ Jeremy Kingალკოჰოლიზმი სიბრძნისკენ ფარული სწრაფვაა
ალკოჰოლიზმი სიბრძნისკენ ფარული სწრაფვაა - Sputnik საქართველო
ალკოჰოლიზმი სიბრძნისკენ ფარული სწრაფვაა

თამბაქოს მოხმარება

პატიოსნებისადმი სწრაფვა. მწეველი ადამიანი, ჩვეულებრივ, საკმაოდ პატიოსანია საკუთარი თავის წინაშე, ამიტომ, თუ საკმარისად სწორად არ იქცევა, დისკომფორტს განიცდის, ეს კი მოწევის სურვილს აჩენს (დაძაბულობის მოხსნა). ეს მავნე ჩვევა იმ ადამიანებს უჩნდებათ, რომელთაც საკუთარი ქმედებების სისწორის შეფასება აქვთ ჩვევად, მაგრამ განწყობის შექმნა, მედიტაცია არ შეუძლიათ. სიგარეტის მოწევა მედიტაციის შემცვლელია.

ეგოიზმი

პერსონალიზმის დამახინჯებული გამოვლინება. ეგოისტი ორიენტირებულია საკუთარ თავზე, ინტერესებზე, სურვილებსა და სიამოვნებაზე. ის ხედავს სხვებისგან განსხვავებას და ცოტა ანალიზის შემდეგ შეუძლია გაცნობიერება, რომ ყოველი ადამიანი განუმეორებელი ინდივიდუალობაა უნიკალური მსოფლმხედველობით, სურვილებისა და ინტერესების ნაკრებით. ამას თუ გააცნობიერებს, ადამიანს თავისუფლად შეუძლია ურთიერთობების დამყარება, რაც ყველასთვის სასიკეთო იქნება. ეგოიზმი მასწავლებლობისკენ (პერსონალიზმის სფეროში) სწრაფვის ფარული ტენდენციაა, მაგრამ მასწავლებელი რომ გახდეს, ამ ნეგატიური თვისების ტრანსფორმირებაა საჭირო იმათთან ურთიერთობებით, ვისაც ეგოიზმი არ ახასიათებს.

© Flickr / Flickr/ Clement Bმწეველებს საკუთარი ქმედებების სისწორის შეფასება აქვთ ჩვევად, სიგარეტის მოწევა მათთვის მედიტაციის შემცვლელია
მწეველებს საკუთარი ქმედებების სისწორის შეფასება აქვთ ჩვევად, სიგარეტის მოწევა მათთვის მედიტაციის შემცვლელია - Sputnik საქართველო
მწეველებს საკუთარი ქმედებების სისწორის შეფასება აქვთ ჩვევად, სიგარეტის მოწევა მათთვის მედიტაციის შემცვლელია

მრისხანება

მიუთითებს სულიერი ლიდერობისკენ მიდრეკილებას. ადამიანი მრისხანებს, როდესაც სულელური ქცევა არ მოსწონს. მაგრამ მან სათანადოდ უნდა გააანალიზოს და გააცნობიეროს, სინამდვილეში რა არის გონივრული და რა — სულელური. მრისხანებას თუ საჭირო კალაპოტში მოაქცევთ (საკუთარ სისულელეს მოარგებთ), ამან შეიძლება სარგებლობაც მოიტანოს, რადგან ეს სიბრძნის შესწავლის ბიძგს იძლევა. მრისხანება ადამიანების დეგრადაციისა და თვითგანადგურებისგან გადარჩენის სურვილის საწინააღმდეგო თვისებაა.

© Flickr / Flickr/ Isengardtმრისხანება სულიერი ლიდერობისკენ სწრაფვაზე მიუთითებს
მრისხანება სულიერი ლიდერობისკენ სწრაფვაზე მიუთითებს - Sputnik საქართველო
მრისხანება სულიერი ლიდერობისკენ სწრაფვაზე მიუთითებს

უმადურობა

ეს დამახინჯებული თავშეკავება და შეგუებაა. როდესაც ადამიანი არ მიიჩნევს თავს სხვისი მზრუნველობისა და ყურადღების ღირსად (გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად), ის ვინმეს მზრუნველობაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს. ის გრძნობს, რომ ჯერჯერობით ასეთი პირადი ურთიერთობებისთვის მზად არ არის, რადგან სამაგიეროდ არაფრის მიცემა არ შეუძლია, ხოლო „ვალად აღების“ რცხვენია თავისი ეგოიზმის (გაცემის სურვილის არქონის) გამო. ასეთ ადამიანს არ ჰყოფნის გაგება და ბედნიერება, მაგრამ მისი უმადურობა, პერსონალისტების საზოგადოებაში ურთიერთობების წყალობით, შეიძლება ჭეშმარიტ თავმდაბლობად გადაიქცეს. თავმდაბლობა ადამიანის უმნიშვნელოვანესი სულიერი თვისებაა, რომელსაც ნამდვილ ბედნიერებამდე მივყავართ, თუმცა დღეს ამ ტერმინის ჭეშმარიტი დადებითი აზრი სწორად ცოტას თუ ესმის.

შური

მიუთითებს მიმდევრის, მოწაფის ფარულ ტენდენციაზე — იდეალურ მოსწავლეზე, რომელსაც უნდა, რომ თავისი მასწავლებლის ხასიათის თვისებები ჰქონდეს. როდესაც იმის გვშურს, რაც რეალურად არ ღირს, რომ გვშურდეს, ჩვენი ცხოვრება უკეთესი კი არა, უარესი ხდება. თუ შურის სწორ ობიექტს ავირჩევთ და ჩვენი მოქმედებების ვექტორს შევცვლით, შევძლებთ პროგრესს და მაშინ ეს თვისება პოზიტიურ თვისებად გადაიქცევა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

CC BY-SA 2.0 / Florencia Cárcamo / Envy?შური მიუთითებს იდეალურ მოწაფეზე, რომელსაც უნდა, მასწავლებლის თვისებები ჰქონდეს
შური მიუთითებს იდეალურ მოწაფეზე, რომელსაც უნდა, მასწავლებლის თვისებები ჰქონდეს - Sputnik საქართველო
შური მიუთითებს იდეალურ მოწაფეზე, რომელსაც უნდა, მასწავლებლის თვისებები ჰქონდეს

სიხარბე

სულიერი სიმდიდრისკენ დამახინჯებული სწრაფვა. თუ ამ თვისებას ცოტაოდენ შევცვლით, ადამიანი სიბრძნის შესწავლასა და გონიერ, სულიერ ადამიანებთან ურთიერთობებს დახარბდება. ასეთი პოზიტიური სიხარბე სულიერ პროგრესს უწყობს ხელს, რისთვისაც შექმნილია კიდეც ადამიანური ცხოვრების ფორმა. ჩვეულებრივი მატერიალური სიხარბე — ეს სწავლისა და სიბრძნის დაგროვების სურვილის შემცვლელია.

© Flickr / Flickr/ Charlie Smithსიხარბე სულიერი სიმდიდრისკენ დამახინჯებული სწრაფვა
სიხარბე სულიერი სიმდიდრისკენ დამახინჯებული სწრაფვა - Sputnik საქართველო
სიხარბე სულიერი სიმდიდრისკენ დამახინჯებული სწრაფვა

ტრაბახი

ესაა სხვების შთაგონების ტენდენცია, რომ ადამიანებში იმავეს (ტრაბახის თემა — წარმატება რაიმე საკითხში) მიღწევის სურვილი აღიძრას. ტრაბახა მომავალში, შესაძლოა, იდეალური მქადაგებელი ან შთამაგონებელი გახდეს, მხოლოდ საქმიანობის ღირსეული სფეროს შერჩევაა საჭირო. მაგალითად, თუ ასეთი ადამიანი თავის თვისებას სულიერ სფეროში განავითარებს, მას შეუძლია, ნამდვილი სულიერი ლიდერი გახდეს, რომელსაც სხვებიც გაჰყვებიან, რაც მთელ კაცობრიობას უზარმაზარ სიკეთეს მოუტანს.

ქურდობა

ადამიანების დახმარების ფარული სწრაფვა.  ასეთმა ადამიანმა ქვეცნობიერად იცის, რომ ადამიანები დამოკიდებული ხდებიან მატერიალურ ნივთებზე. ფასეული ნივთების დაკარგვა გვაიძულებს დავფიქრდეთ, რომ ამ ქვეყანაში, სინამდვილეში, არაფერი გვეკუთვნის. ქურდი თავისი ქმედებებით სწორედ ამ ფაქტს ამტკიცებს, თუმცა ჩვენ დროში ასეთი დამოკიდებულება არაეფექტურია. თუ თავისი ქმედებების კურსორს შეცვლის, ქურდს შეუძლია, ადამიანების ნივთებზე დამოკიდებულება შეცვალოს. მას შეუძლია გახდეს წარმატებული მქადაგებელი, საკუთარი მაგალითით აჩვენოს, რომ ბედნიერება ფულში არაა და უბრალო ცხოვრება ჩვენს შემეცნებას ამაღლებს და ჭეშმარიტი სიხარული მოაქვს — სულიერი ბედნიერება, რომელიც მატერიალისტებისთვის მიუღწეველია. 

© Flickr / Flickr/ Rennett Stoweქურდობა ადამიანების დახმარების ფარული სწრაფვაა
ქურდობა ადამიანების დახმარების ფარული სწრაფვაა - Sputnik საქართველო
ქურდობა ადამიანების დახმარების ფარული სწრაფვაა

ეშმაკობა

სხვაზე ზრუნვის ფარული ტენდენცია. ეშმაკობა მშობლების სიყვარულისა და სწორად აღზრდის ცოდნის საწინააღმდეგო თვისებაა. ძალიან სასურველია ეშმაკობის გამოყენება სხვებზე გულწრფელი მზრუნველობისთვის (მაშინ ეს დადებით თვისებად იქცევა), მაგრამ თუ ადამიანი საკუთარი სარგებლისთვის ეშმაკობს, ის აუცილებლად დეგრადირების გზას ადგას.

კრიტიკა

ყურადღების ძალზე საინტერესო ტენდენცია. თუ თვისების განვითარება მოხდება, მას ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა და ბედის შეცვლა შეუძლია. კრიტიკოსი უმცირეს დეტალებსაც ამჩნევს, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია, და თუ ის ყურადღებას მოვლენის ან ვითარების დადებით მხარეებზე გაამახვილებს, ბევრ ისეთ რამეს შენიშნავს, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ რაიმე აღმოაჩინონ და გენიოსებიც კი გახდნენ. მათ ისეთი პრობლემების გადაჭრა, ჩიხიდან გამოსვლა და გლობალური პერსპექტივების დანახვა შეუძლიათ, რომლებიც ბევრისთვის ხელმიუწვდომელია. საჭიროა მხოლოდ საკუთარი ყურადღების სწორად ფოკუსირება.

სიზარმაცე

ეს მოთმინებისკენ სწრაფვაა. ზარმაცი ადამიანი ითმენს დისკომფორტს, რათა „ზედმეტად“ არ იმოქმედოს. ხასიათის ამ თვისების დადებითი მიმართულებით ტრანსფორმირებით ადამიანი გააგრძელებს თავის საქმეს, გზას და სასურველს აუცილებლად მიაღწევს.

© Flickr / Flickr/ Sarah Reidსიზარმაცე მოთმინებისკენ სწრაფვაა
სიზარმაცე მოთმინებისკენ სწრაფვაა - Sputnik საქართველო
სიზარმაცე მოთმინებისკენ სწრაფვაა

უყაირათობა

გულუხვობის დამახინჯებული გამოვლენა. ის, რაც ამ თვისების ტრანსფორმაციისთვის არის აუცილებელი, გარკვევაა, ვის და როდის უნდა დაეხმარო, რომ სარგებელი ყველას მოუტანო. უყაირათობას რეალური სიკეთე არავისთვის მოაქვს, რადგან ეს არაგონივრული საქციელია. მაგრამ თუ ხელგაშლილი იქნებით საჭირო ადგილზე, საჭირო დროს და ღირსეული ადამიანების მიმართ, ეს უზარმაზარ სიკეთეს მოუტანს ყველას და მათ შორის მასაც, ვინც გასცემს.

ზიზღი

ეს თვისება გარეგნული და შინაგანი სისუფთავისადმი მიდრეკილებაზე მიანიშნებს. სისუფთავე ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. ადამიანს სულის სიღრმეში ესმის, რომ სისუფთავე მჭიდროდ უკავშირდება ბედნიერ (სულიერ) ცხოვრებას, მაგრამ შეიძლება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდეს, რომ თუ სულიერება არ არის, თავისთავად სისუფთავე მას სრულებით ბედნიერს ვერ გახდის. ზიზღიანი ადამიანი სულიერებას მეორად ნიშნებში ეძებს და ყველაფერ ჭუჭყიანს უარყოფს. ის ილტვის ცოდნისკენ, უპირატესობას ანიჭებს პოზიტივს. სულიერ ადამიანებთან ურთიერთობებით ასეთი ადამიანის ზიზღიანობა გარჩევადობაში ტრანსფორმირდება. ამის წყალობით მისი ცხოვრება იწმინდება ყოველგვარი ჭუჭყისგან და ადამიანი ხვდება, რას ნიშნავს იყო ბედნიერი.

© Flickr / Flickr/ Lookas PHTზიზღი შინაგანი და გარეგანი სისუფთავისადმი მიდრეკილებაზე მიანიშნებს
ზიზღი შინაგანი და გარეგანი სისუფთავისადმი მიდრეკილებაზე მიანიშნებს - Sputnik საქართველო
ზიზღი შინაგანი და გარეგანი სისუფთავისადმი მიდრეკილებაზე მიანიშნებს

თავხედობა

მიუთითებს დაცვისკენ მიდრეკილებაზე, მაგრამ ამჟამად ეს ტენდენცია დამახინჯებულად ვლინდება, როგორც თავდაცვის მცდელობა (საკუთარი ეგოისტური ინტერესების დაცვა). თავხედობა მფარველობის საპირისპირო თვისებაა და თუ დაცვის ღირსეულ ობიექტს შეარჩევ, ეს თვისება ტრანსფორმაციას განიცდის და უფრო სასარგებლო და პოზიტიური ხდება.

ფარისევლობა

ამ თვისების საფუძველშია ჭეშმარიტების ილუზიისგან, სულის სხეულისგან, სულიერის მატერიალურისგან გარჩევის უნარი. ადამიანს, რომელიც თვითონ ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა, შეუძლია გაიგოს, რომ თითოეულ ადამიანს სურს, რომ კარგი იყოს, თუმცა ხშირად ცხოვრება სხვა წესებით თამაშს გვაიძულებს. ასეთი ხედვა ადამიანს მომთმენად და გამგებად აქცევს, რომელსაც უნარი შესწევს, ადვილად ჩაწვდეს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის სიღრმეს და მის გადაწყვეტაში სხვას დაეხმაროს. ასეთი ადამიანები, რომლებიც თვალთმაქცობას ღრმა აზროვნებასა და ჰარმონიულობად გადააქცევენ, კარგი ფსიქოლოგები და კონსულტანტები ხდებიან. საჭიროა ბალანსის პოვნა სულიერსა და მატერიალურს, საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, გარეგანსა და შინაგანს შორის, რაც ჩვენს ცხოვრებას ჰარმონიულსა და პოზიტიურს გახდის.

© Flickr / Flickr/ Matteo Boneraფარისევლობის საფუძველშია ჭეშმარიტების ილუზიისგან, სულის - სხეულისგან, სულიერის - მატერიალურისგან გარჩევის უნარი
ფარისევლობის საფუძველშია ჭეშმარიტების ილუზიისგან, სულის - სხეულისგან, სულიერის - მატერიალურისგან გარჩევის უნარი - Sputnik საქართველო
ფარისევლობის საფუძველშია ჭეშმარიტების ილუზიისგან, სულის - სხეულისგან, სულიერის - მატერიალურისგან გარჩევის უნარი

ღალატი

ეს უარყოფითი თვისება მიანიშნებს, რომ ადამიანს შეუძლია კარგის მისაღებად ცუდზე იოლად თქვას უარი. კარგის გულისთვის ცუდზე უარი ადამიანის განვითარების მთავარი პრინციპია. გონიერი ადამიანები უარს ამბობენ ჭუჭყიანზე სუფთის გულისთვის, უარყოფითზე — დადებითის გულისთვის, სისულელეზე სიბრძნის გულისთვის. გარედან ეს, შესაძლოა, ღალატად აღიქმება, თუმცა, ჭკვიანი ადამიანები არ იხელმძღვანელებენ იმ ადამიანების მოსაზრებებით, რომლებიც განვითარების უფრო დაბალ დონეზე დგანან. ამასთან, ისინი უნდა ეცადონ, არ გაიფუჭონ ურთიერთობები, უარი თქვან ერთზე მეორის გულისთვის, თუ ამ ურთიერთობების შენარჩუნება შესაძლებელია. ღალატი სიმტკიცისა და მიზანსწრაფულობის საწინააღმდეგო თვისებაა.

დიდების წყურვილი

ეს ეფექტურობისკენ ფარული სწრაფვაა. ცნობილი, დიდებით შემოსილი ადამიანი თავის გარშემო ადამიანთა მასას იზიდავს, რომლებიც იმეორებენ მის სიტყვებსა და საქციელს. ადამიანებს სჩვევიათ ცნობილი ადამიანების მიბაძვა. კითხვა მხოლოდ ისაა, რა თვისებები გააჩნია ასეთ საზოგადოებრივ ლიდერს, რადგან მისი წყალობით იცვლება ადამიანების ბედი — ან კარგი, ან ცუდი მიმართულებით.

© Flickr / Flickr/ Andreaღალატი - ეს თვისება მიანიშნებს, რომ ადამიანს შეუძლია, კარგის მისაღებად ცუდზე იოლად თქვას უარი
ღალატი - ეს თვისება მიანიშნებს, რომ ადამიანს შეუძლია, კარგის მისაღებად ცუდზე იოლად თქვას უარი - Sputnik საქართველო
ღალატი - ეს თვისება მიანიშნებს, რომ ადამიანს შეუძლია, კარგის მისაღებად ცუდზე იოლად თქვას უარი

როგორ მოვახდინოთ საკუთარი თვისებების ტრანსფორმაცია

ტრანსფორმირების საიდუმლო ძალზე მარტივია: საჭიროა მეტი ურთიერთობები ადამიანებთან, ვისაც ის თვისებები აქვთ, რომლებიც თქვენ გაკლიათ. სხვაგვარად, მეტი კონტაქტი გქონდეთ პოზიტიურ ადამიანებთან, ხომ გაგიგონიათ: „ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თავი უნდა აარიდოთ უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობებს.

თვისებების ტრანსფორმაცია ხდება იმის მიუხედავად, აცნობიერებთ თუ არა ამას.

ყველა ახალი ამბავი
0