განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“: მელია ბოკერიას თანამოაზრეებს ადანაშაულებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსცენა "ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისში
სცენა ნაცმოძრაობის ცენტრალურ ოფისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ნიკა მელია ფრაქციის ხელმძღვანელობიდან უნდა გადაეყენებინათ, მაგრამ სხდომა გადაიდო.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავჯდომარემ ნიკა მელიამ თავისი თანაპარტიელები აკაკი ბობოხიძე, ელენე ხოშტარია და სერგო რატიანი გიგა ბოკერიას უსიტყვო მორჩილებაში დაადანაშაულა.

გასულ კვირას მელია ნაციონალური მოძრაობის „რუხი კარდინალის“ გიგა ბოკერიასა და პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის დავით ბაქრაძის გუნდს ჩამოშორდა. ამის შემდეგ გუნდმა მელიას ფრაქციის ხელმძღვანელობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თხოვნით სხდომა რამდენიმე დღით გადაიდო.

„ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ გიგა ბოკერიას უჯერებთ“, — მიმართა მელიამ ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებს პარლამენტის ფრაქციის კაბინეტში.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებამ პარლამენტში გადაინაცვლა

ფრაქციის სხდომისა და „ქართუ ბანკის“ საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება ერთმანეთს დროში დაემთხვა. ნიკა მელია ამ საქმის ფიგურანტია. საუბარია 2011 წლის მოვლენებზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულის გათეთრების ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა. მელია მაშინ აღსრულების ბიუროს თავმჯდომარე იყო, რომელმაც 2012 წლის ივნისში „ქართუ ბანკში“ ივანიშვილის წილებს ყადაღა დაადო.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროს ჯაბა ებანოიძესა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბანკის გაკოტრება დაბრალდათ.

„როგორც მინიმუმ, უცნაურად დაემთხვა ჩემი სასამართლო პროცესი ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ საქმეზე. დღეს უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი და დილის ოთხ საათზე გადაიდო ფრაქციის ეს სხდომა და გზაში, როდესაც აქ მოვდიოდი, სასამართლოდან განხორციელდა ზარი, რომელიც იუწყება, რომ სასამართლო პროცესი, სადაც მოსარჩელე არის ბიძინა ივანიშვილი, ის სხდომაც გადაიდო. მე არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი უცნაური დამთხვევაა. ამიტომ, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რის საფუძველზეც გადაიდო ეს სხდომა“, — განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა თავისუფალია

ნიკა მელიას ეთანხმება პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინათინ ბოკუჩავა, რომელიც ასევე უცნაურად მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომისა და სასამართლო პროცესის ერთდროულ გადადებას.

რაც შეეხება გიგი უგულავას, რომლის თხოვნით გადაიდო ფრაქციის სხდომა, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ის ბოკერიას ჯგუფს ემხრობა.

„გიგი უგულავა არ არის არანაირი შემრიგებელი ადამიანი, ესაა მხარე, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი“, — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო
რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხი კარდინალი“ გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიას ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები. ამ უკანასკნელს მელიაც ეკუთვნის.

„ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში მაშინ გადაიზარდა, როდესაც პარტიის ლიდერების ნაწილი სააკაშვილს დაუპირისპირდა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და პარლამენტში შესვლის საკითხებზე პოლიტსაბჭოში მათ ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს.

სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, რომელზეც გადაირჩევენ პოლიტსაბჭოს. ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის წევრები პარტიის ყრილობის მოსამზადებელი სამუშაოებისგან უკვე გამიჯნეს.

ყველა ახალი ამბავი
0