ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ისეთი დაძაბული არ იქნება, როგორც 2016 წელს, თუმცა გარკვეულ ნეგატიურ მომენტებს ექნება ადგილი, რადგან მამალი — რევოლუციური ნიშანია, და ამ ნიშნის მმართველობის დროს სიმშვიდე თითქმის შეუძლებელია.
"სერიოზული ცვლილებების სამწლიან ციკლს გავდივართ, ის თხის წლიდან დაიწყო, შემდეგ მაიმუნის წელს გაგრძელდა, და მამალიც გააგრძელებს ამ ტრადიციას, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, სადღაც 10 სექტემბრამდე. წლის მეორე ნახევარი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე უფრო მშვიდი იქნება", — განუცხადა ცაგარელმა "Sputnik-საქართველოს".
ასტროლოგი ამბობს, რომ 2017 წელს საქართველოში ახალი პოლიტიკური ლიდერები გამოჩნდებიან, ოპოზიცია გაძლიერდება. საქართველოში არსებული სუსტი ანტიმონოპოლიური პროგრამა, რომელიც ბანკებს სრულ ძალაუფლებას ანიჭებს, წლის მეორე ნახევარში გადაიხედება. მანამდე კი მოსახლეობის პროტესტია მოსალოდნელი, რადგან მთავრობაზე ბანკების ზეგავლენა ძალიან ძლიერია.
"მოქმედ მთავრობას კარტ-ბლანში უჭირავს, რადგან მოსახლეობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების ეშინია, ყველას ესმის, რით შეიძლება ეს დამთავრდეს", — აღნიშნა ცაგარელმა.
ასტროლოგის თქმით, "ქართული ოცნება" იმით სარგებლობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ ემხრობა მთავარ ოპოზიციურ პარტიას, და აკეთებს იმას, რაც სურს მას და არა — საზოგადოებას. ეს გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ასტროლოგი ურჩევს პოლიტიკოსებს, ნუ ეთამაშებიან საზოგადოებას, ნუ იქნებიან ძალიან დარწმუნებული, რომ ის ყოველთვის მათ მხარეს იქნება. მამალი — ისეთი ნიშანია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, მიტინგებზე ძალიან ბევრი ადამიანის გამოყვანა შეუძლია.
მომავალ წელს გააქტიურდებიან პარტიული გაერთიანებების ლიდერები, რომლებიც ჩვეულებრივი მოქალაქეების სოციალური უფლებებისთვის იბრძვიან. მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციასთან კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.
აღმოსავლურ ასტროლოგიაში ცეცხლოვანი მამალი — ნიშანია, რომელიც კონფლიქტებისათვის, დემონსტრაციებისა და დაპირისპირებებისთვის მზად არის.
მომავალი წელი დაგვამახსოვრდება მრავალრიცხოვანი საერთაშორისო შეხვედრებით, კონფერენციებით, ახალი ლიდერების გამოჩენით, რომლებიც თავის ნაციონალურ-პატრიოტულ ამბიციებს გამოამჟღავნებენ. გამოჩნდებიან მემარცხენე პარტიები, მემარჯვენე კონსერვატიული ძალები ცილისწამების ან შავი პიარის მსხვერპლი გახდებიან.
2016 წლის შემდეგ, რომელიც რყევების წლად ითვლებოდა, საქართველოშიც და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზეც ახალი კავშირები გაჩნდება, ქვეყნებს შორის შეიცვლება როგორც ეკონომიკური, ისე დიპლომატიური ურთიერთობები.
პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში განსაკუთრებულად დაძაბული წლის პირველ ნახევარში შეიძლება იყოს, რადგან ბევრი პოლიტიკოსი საკუთარი ამბიციური იდეებით იქნება დაკავებული, აღნიშნა ცაგარელმა. ისინი დროულად ვერ იგრძნობენ ცვლილებათა ტალღას, რეალობის შეგრძნებას იმდენად დაკარგავენ, რომ საკუთარი მომხრეების სწორი რჩევების აღქმასა და მოსმენას ვერ შეძლებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში ცეცხლოვანი მამლის წელს პოლიტიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად გააქტიურდება, და ეს არამარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში შესამჩნევი გახდება.
2017 წლის მეორე ნახევარში ბიზნესის აქტიური განვითარება დაიწყება. ამ პროცესს მამლის ენერგია შეუწყობს ხელს, ადამიანები საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენას ნებისმიერ სფეროში შეძლებენ.