თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „Sputnik საქართველოს“ ესაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებული იქნება 2017 წელი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით.
„მამალი უფრო ტრადიციული ნიშანია, ვიდრე მაიმუნი და მისთვის ტრადიციები ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ის პატივს მიაგებს ყველა ტრადიციას და მათ შორის – სასიყვარულო საქმეებს. მამალი არ მიესალმება თავქარიანობას სასიყვარულო ურთიერთობებში“, – განაცხადა ცაგარელმა.
მამალი ძალზე ნაყოფიერია, აღნიშნა ცაგარელმა, და სწორედ ამიტომ ის გამრავლების საკითხში დაგვეხმარება. ამ თვალსაზრისით, ეს წელიწადი ნყოფიერებას გვპირდება. 2017 წელს საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მეტი შანსი აქვს.
„ახალ წელიწადს შობადობა გაიზრდება, რეპროდუქტიული თვალსაზირისით მამალი დაგვეხმარება. მამლის წელი ისეთი ეფექტური არ არის სასიყვარულო საქმეებში, როგორც, მაგალითად, ცხენის წელი, მაგრამ სამაგიეროდ ის ოჯახების შექმნის საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა ცაგარელმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, შობადობა 2,3%–ით შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა 0,7%–ით გაიზარდა.
2016 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს იანვრის ბოლოს წარმოადგენენ, ხოლო მთლიანად ერთი წლის მონაცემებს – მარტში.