რა ღირს ცხოვრება თბილისში?

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე ძველ თბილისში
კაფე ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი, როგორც მსოფლიოს სხვა დედაქალაქები, ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მცხოვრებს იზიდავს. ამ ქალაქის ღირსებებზე შეიძლება უსასრულოდ ვილაპარაკოთ, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ერთი რამ უნდა აღინიშნოს: თბილისს არც ისე ძვირი ქალაქის რეპუტაცია აქვს. შევეცადოთ, გავარკვიოთ, მართალია ეს თუ არა.

შემოსავალი

საცხოვრებელი მინიმუმი საქართველოში თვეში 160 ლარს შეადგენს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ რიცხვს ასახელებს „საქსტატი“. და არა უშავს, რომ ამ ფულით თბილისში მხოლოდ ლეონარდო დი კაპრიოს გმირი თუ გადარჩება ოსკაროსანი ფილმიდან "გადარჩენილი". იმავე „საქსტატმა“ საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 522 ლარის, ხოლო მამაკაცებისთვის 624 ლარის ფარგლებში განსაზღვრა.

საერთოდ, თბილისში შემოსავლის დონე ასე შეიძლება გაიყოს:

დაბალი შემოსავალი: სულზე 600 ლარამდე

საშუალო შემოსავალი: დაახლოებით 1000 ლარი

სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლის მასწავლებლების ხელფასი 2017 წლიდან გაიზრდება

მაღალი შემოსავალი: 2000 ლარიდან

საცხოვრებელი ფართი

თბილისში ნებისმიერი გემოვნების საცხოვრებელ ფართს იშოვი, ფასი დამოკიდებულია რემონტზე, ავეჯზე, სხვადასხვა კეთილმოწყობაზე და, რა თქმა უნდა, ლოკაციაზე. კარგად მოწყობილი ოროთახიანი ბინა თბილისის გარეუბანში 200-250 დოლარად ქირავდება, ცენტრში კი ეს სიამოვნება არანაკლებ 400 დოლარი დაგიჯდებათ. 

კომუნალური გადასახადები

საქართველოში არ არსებობს გათბობის ცენტრალური სისტემა, ამ პრობლემას თბილისელები დამოუკიდებლად აგვარებენ. ზაფხულის პერიოდში სტანდარტულ ოროთახიან ბინაში მცხოვრები თბილისელები კომუნალური გადასახადის სახით თვეში 100 ლარამდე იხდიან. ამაში შედის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების, ნაგვის, ინტერნეტის და ქალაქის ტელეფონის გადასახადი. ზამთარში გათბობის ხარჯების გამო გადასახადი სამმაგდება.

პროდუქტები

საქართველოში ნაყოფიერი ნიადაგი და კარგი კლიმატია, ამიტომ სეზონური ხილი და ბოსტნეული საკმაოდ იაფია. პროდუქტების შეძენა თბილისში შეიძლება როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ასევე ბაზარში. მეორე ვარიანტი უფრო იაფია. შედარებით ძვირია ხორცი — ერთი კილოგრამი ძროხის ხორცი 12 ლარი ღირს.

© Sputnik / Alexander Imedashviliხილი და ბოსტნეული თბილისში საკმაოდ იაფი ღირს
ხილი და ბოსტნეული თბილისში საკმაოდ იაფი ღირს - Sputnik საქართველო
ხილი და ბოსტნეული თბილისში საკმაოდ იაფი ღირს

საქართველოში აწარმოებენ რძის ნაწარმს, შოკოლადს, სხვადასხვა მარცვლეულს და პარკოსნებს, თუმცა მათი ფასი უცხოურს არ ჩამოუვარდება, ამიტომ თბილისელები ხშირად იმპორტირებულ საქონელს ირჩევენ.

სამკაციანი ოჯახი კვირაში კვებაზე 50 დოლარზე მეტს ხარჯავს, გამოცდილი დიასახლისები კი ამტკიცებენ, რომ ბავშვიანი ოჯახის გამოსაკვებად დღეში 50 ლარი მაინც არის საჭირო. კაფეში ან საშუალო დონის რესტორანში სადილი ერთ კაცზე 7-15 დოლარი დაჯდება.

ტრანსპორტი

ეს პუნქტი უცხოელებს სასიამოვნოდ აკვირვებს – თბილისში იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მეტროთი ან/და ავტობუსით საათნახევრიანი მგზავრობა 0,2 დოლარი დაჯდება. გარდა ამისა, ქალაქში კომფორტული მიკროავტობუსებიც მოძრაობენ, რომლით მგზავრობა 0,35 დოლარი დაჯდება. სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ იაფი ტაქსია, ქალაქიც არც ისე დიდია. ქალაქის ცენტრში ერთი მგზავრობა 3-5 ლარი დაჯდება. ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე ტაქსი 25 ლარად მიგიყვანთ.

© Sputnik / Anna Yarovikovaავტობუსით მგზავრობა თბილისში 0.5 ლარი ღირს
ავტობუსით მგზავრობა თბილისში 0.5 ლარი ღირს - Sputnik საქართველო
ავტობუსით მგზავრობა თბილისში 0.5 ლარი ღირს

ველოსიპედის მოყვარულთ თბილისი არ მოეწონებათ – ქალაქი ამისათვის მოწყობილი არ არის. რაც შეეხება ავტომოყვარულებს, ერთი ლიტრი ბენზინი ერთ დოლარზე ნაკლები ღირს, კომპანია City Park-ის სადგომებზე პარკინგი ექვსი თვის მანძილზე დაახლოებით 10 დოლარი დაჯდება, კერძო პარკინგი საათში 1-2 ლარი ღირს.

სამედიცინო დაზღვევა

საქართველოში უფასო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, რომელიც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება. სახელმწიფო პირველად სამედიცინო დახმარებას და გადაუდებებელ ოპერაციებს აფინანსებს. დაზღვეულ მოქალაქეებს რიგი დაავადებებისას სხვადასხვა შეღავათებით შეუძლიათ მკურნალობა, თუმცა ამ შემთხვევაში დაზღვევა ვერ ფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის წამლების ხარჯებს, რომლებიც საკმაოდ ძვირია.

ფრიდონ თოდუა - Sputnik საქართველო
ფრიდონ თოდუა: მეცნიერების გარეშე ჯანდაცვის სისტემა ვერ განვითარდება

უფრო ხელსაყრელ პირობებს კერზო სადაზღვევო კომპანიები სთავაზობენ, რომლებშიც დაზღვევა თვეში 10-დან 50 დოლარამდე დაჯდება. მიუხედავად დაზღვევის შესაძლებლობისა, მკურნალობა საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, ძვირი და უსიამოვნოა, ასე რომ, ჯობს არ იავადმყოფოთ.

მომსახურება

თბილისის კარგ ფიტნეს-კლუბში ულიმიტო ერთთვიანი აბონემენტი 60-70 დოლარი ღირს. საშუალო კლასის სალონში თმის შეჭრა 5-6 დოლარი დაჯდება, მანიკური – 4, ხოლო პედიკური – 10-15 დოლარი. არის უფრო იაფფასიანი სალონებიც.

© Sputnik / Denis Aslanovვარცხნილობის შეცვლა თბილისში საშუალო კლასის სალონში 5-6 დოლარი ღირს
ვარცხნილობის შეცვლა თბილისში საშუალო კლასის სალონში 5-6 დოლარი ღირს - Sputnik საქართველო
ვარცხნილობის შეცვლა თბილისში საშუალო კლასის სალონში 5-6 დოლარი ღირს

საჯარო საბავშვო ბაღები და სკოლები თბილისში უფასოა. კერძო სასწავლო დაწესებულებები ძვირი დაჯდება — ფასები წელიწადში 2-3 ათასი ლარიდან იწყება. სწავლის საფასური სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში წელიწადში 900 დოლარიდან იწყება, კერძო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში კი ბევრად მეტი. ყველაზე წარმატებული აბიტურიენტებისთვის სახელმწიფო გრანტებს გამოყოფს. 

გართობა

თბილისი გართობის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ: თეატრები, კინოთეატრები, ბოულინგ-ცენტრები, კვესტებისა და სხვა გუნდური თამაშების მოწყობა, სხვადასხვა კლუბები და ბარები.

საოპერო თეატრში კარგ ადგილზე ბილეთი 20 დოლარი ღირს, სპექტაკლის ნახვა 10 დოლარადაც შეიძლება, კინოთეატრის ბილეთი 3-5 დოლარი ღირს. ბარში გართობა კაცზე დაახლოებით 20 დოლარი დაჯდება.

თბილისური შემოდგომა - Sputnik საქართველო
სად შეიძლება გაერთოთ თბილისში ბავშვებთან ერთად

გადასახადები

საქართველოს მოქალაქეები ხელფასზე და ჰონორარებზე ერთიან გადასახადს იხდიან – 20%-ს. სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება შემოსავლების მოცულობას — თუ ის წელიწადში 40 ათას ლარს გადააჭარბებს, სავალდებულოა საშემოსავლო დეკლარაციის შევსება და დამატებითი გადასახადის გადახდა, რომელიც ოჯახის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების ღირებულებით განისაზღვრება.

დასკვნა

თბილისში ცხოვრება გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპულ დედაქალაქებში და ჩრდილოეთ ამერიკის მეგაპოლისებში, თუმცა გასათვალისწინებელია თბილისელების დაბალი შემოსავალი. ამ საკითხში ფარდობითობის თეორია ისე აქტუალურია, როგორც არასდროს, ისევე, როგორც გამონათქვამი "ფული არასდროს არის ბევრი". როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოში მდიდრებიც არიან და ღარიბებიც, მოსახლეობის უმრავლესობა კი, როგორც წესი, უფულობას უჩივის.

ყველა ახალი ამბავი
0