ფრიდონ თოდუა: მეცნიერების გარეშე ჯანდაცვის სისტემა ვერ განვითარდება
„მეტად უნდა დაფინანსდეს სამედიცინო მეცნიერება, იმიტომ რომ მის გარეშე ჯანდაცვის განვითარება წარმოუდგენელია. საქართველოში სამედიცინო მეცნიერება ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს", — თვლის ფრიდონ თოდუა.
მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში პროფესიონალები მოვიდნენ, რომლებიც, მისი რწმენით, საჭირო და მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებენ საკანონმდებლო დონეზე, რაც პოზიტიურად აისახება ჯანდაცვის სისტემის მუშაობის ხარისხზე.