ქართველი ჟურნალისტი ლონდონში ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა კონკურსზე წარადგინა მოთხრობა მისტიკისა და ტრილერის ელემენტებით.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. მწერალი და ჟურნალისტი საქართველოდან ანასტასია ხატიაშვილი მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის „ღია ევრაზია“ (Open Eurasia 2016) ფინალში გავიდა.

კონკურსი 2012 წლიდან იმართება. წელს მისი ორგანიზატორი ლონდონის ევრაზიის შემოქმედებითი გილდია იყო.

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსის ფარგლებში გამოცხადდა ოთხი ნომინაცია: „ლიტერატურული ნაწარმოები“, „ლიტერატურული თარგმანი“, „ილუსტრაცია“ და „ვიდეოფილმი“. კუნკურსზე სულ წარდგენილი იყო 40 ქვეყნის წარმომადგენლების 1400 ნამუშევარი. აქედან ჟიურიმ 55 უძლიერესი შეარჩია.

ამ კონკურსზე ანასტასია ხატიაშვილი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია. ავტორმა ჟიურის სამსჯავროზე წარადგინა მოთხრობა „შენ საუკეთესო ხარ, რაც არ გამაჩნია“.

საბას პრემია - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ლიტერატორები გამოავლინეს

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჟიურიმ ჩემი ნაწარმოები დააფასა, ეს ხომ ჩემი პირველი მოთხრობაა. მასში მოთხრობილია ორი თბილისელი ახალგაზრდა მამაკაცის მეგობრობაზე, რომლებიც ბედის განგებით, თავიანთი ხასიათისა და შემთხვევის წყალობით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. აქედან გამოსავალს თითოეული თავისებურად ეძებს. ესაა ისტორია იმაზე, რომ თუ სიცოცხლეში არა, სიკვდილის შემდეგ მაინც გინდა, რაღაც გამოასწორო, ითხოვო პატიება და დაეხმარო საყვარელ ადამიანებს. მოთხრობის ჟანრი ცოტა მისტიკისა და ტრილერის ნაზავია. ერთი სიტყვით, ეს ჩვეულებრივი და, ამავდროულად, არაჩვეულებრივი ქართული ისტორიაა“, – განუცხადა Sputnik–ს ანასტასია ხატიაშვილმა.

ანასტასია ხატიაშვილი რუსთავში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართულ ტელეარხებზე კორესპონდენტად. ჟურნალისტის ლიტერატურული დებიუტი 2006 წელს თბილისის ლიტერატურულ ალმანახში Я-Автор (მე–ავტორი) შედგა. მისი შემოქმედება გამოქვეყნდა სხვადასხვა ბეჭდვით ჟურნალებსა და ელექტრონულ ლიტერატურულ გამოცემებში. 2014 წელს „მცირე პროზის“ ნომინაციაში, მოთხრობების „ხვალ ომია“ შერჩევაში, პრემია „დებიუტის“ ლონგ–ლისტში შევიდა.

წერო - Sputnik საქართველო
ლიტერატურულმა კონკურსმა „წერო“ ნაწარმოებების მიღება დაიწყო

კონკურსის საპრიზო ფონდი წელს 32 000 აშშ დოლარია. მთავარი პრიზია 17 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, რომელიც 2018 წელს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე წიგნის გამოცემას (თავისი პრეზენტაციით) მოხმარდება.

ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ნოემბერს, ლონდონში, მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის Open Eurasian Literature festival & Book forum ფარგლებში გაიმართება. ფესტივალის ხუთწლიანი ისტორიის განმავლობაში მას სტუმრობდნენ მსოფლიო ლიტერატურის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა იანუშ ვიშნევსკი, პოლ ვილსონი, ელჩინ საფარლი, დევიდ პერი და სხვა.

Eurasian Creative Guild (London) – არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ხელოვნების ყველა სფეროსა და ფორმის კრეატიული ადამიანების გაერთიანებას ემსახურება. ორგანიზაცია ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში დაახლოებით 30 ღონისძიებას მართავს, მათ შორის ლონდონში, გლაზგოში, მოსკოვში, მინსკში, ასტანაში, ალმათში, ტაშკენტში, ვენასა და სხვა ქალაქებში.

ყველა ახალი ამბავი
0