ლიტერატურულმა კონკურსმა „წერო“ ნაწარმოებების მიღება დაიწყო

გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის ლიტერატურული ნაწარმოები გამოქვეყნებული არ ყოფილა.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ლიტერატურულმა კონკურსმა „წერო 2016“ ნაწარმოებების მიღება დაიწყო. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ და 24 ნოემბრამდე ამ გვერდზე გამოაქვეყნონ საკუთარი ნაწარმოები. კონკურსანტმა ასევე უნდა დაწეროს მცირე ანოტაცია და სპეციალურ ველში მიუთითოს ავტორის ვინაობა, რომელიც კონკურსის მსვლელობისას ანონიმური იქნება.

წიგნები - Sputnik საქართველო
თბილისში ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ ჩატარდება

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ერთი ნაწარმოებით, რომელიც მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული არც ბეჭდურ გამოცემებში და არც ინტერნეტ-სივრცეში.

კონკურსის პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრამდე საუკეთესო მონაწილეებს შეარჩევს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან მწერლები, რედაქტორები და ლიტერატურის კრიტიკოსები. 14 დეკემბრამდე კი მეორე ეტაპის გამარჯვებულებს უკვე მკითხველი გამოავლენს კენჭისყრის შედეგებით.

კონკურსის გამარჯვებულები საპრიზო ადგილებს დაიკავებენ, ასევე გამოვლინდება ავტორი, რომელიც ჟიურის სპეციალურ პრიზს მიიღებს. პირველი პრემიის მფლობელი მიიღებს ლიტერატურულ პრემია „წეროს“ და ფულად ჯილდოს.

პრიზებს მიიღებენ ასევე ყველაზე აქტიური მკითხველები, რომლებიც კანდიდატების შერჩევისას კრიტიკულ გამოხმაურებებში თავს გამოიჩენენ.

საბას პრემია - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ლიტერატორები გამოავლინეს

გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში 2016 წლის 15 დეკემბერს გაიმართება.

სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებული გახდნენ პროზაიკოსები ვანო ჩხიკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, ბაჩო კვირტია, დიანა ანფიმიდი, ირმა ტაველიძე, მარი ბექაური, ნათია როსტიაშვილი და ლია ლიქოკელი.

კონკურსი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ვებ-გვერდი lit.ge, რომელზეც მიმდინარეობს კონკურსი.

ყველა ახალი ამბავი
0