საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ლიტერატორები გამოავლინეს

© courtesy of Publishing House SABA"საბას" პრემია
საბას პრემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთკაციანი ჟიური წლის განმავლობაში საუკეთესო ქართველ მწერლებს ირჩევდა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში წლის საუკეთესო ლიტერატორები აირჩიეს — რიგით მე-14 ყოველწლიური ქართული ლიტერატურული პრემია „საბა 2016“-ის დაჯილდოება გუშინ „შატო მუხრანის“ სასახლეში გაიმართა.

ნომინაციაში „საუკეთესო რომანი“ ორი გამარჯვებული დასახელდა — ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები", ზურაბ სამადაშვილის „მოსალოდნელი მოულოდნელობანი".

საუკეთესო პოეტურ კრებულად აღიარეს ბესიკ ხარანაულის „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“, პროზაულ კრებულად — ზაალ სამადაშვილის „იუნკერ ერისთავის ბუცები“. პრემია საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის მიიღო თამაზ ვასაძემ ნაწარმოებისთვის „20 ქართული მოთხრობა“, ხოლო ნომინაციაში საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა — გამარჯვებულია ზაზა ფირალიშვილი  — „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა".

შეხვედრა პეპი ბოჭორიშვილთან - Sputnik საქართველო
კანადაში მცხოვრები რუსულენოვანი ქართველი მწერალი, რომელსაც „რუსკაია პრემია“ მიენიჭა

წლის საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტად აღიარეს ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი“, იუნონა გურულის „დიაგნოზი“ და სალომე მაკარიძის პოეტური კრებული — „ჩვენ“.

ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი გაიმარჯვა თამარ ჯაფარიძემ ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ თარგმანისთვის, ხოლო კატეგორიაში „ქართული ნაწარმოების საუკეთესო თარგმანი“ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანისთვის გაიმარჯვა ლინ კოფინმა.

წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნის პრიზიორია ოთარ ჯირკვალიშვილის „ლაზარე“; ხოლო პრიზი ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ მიიღო.
უკვე მესამე წელია, „საბას“ ჟიურიმ ნომინაციაში „საუკეთესო პიესა“ ფინალისტები ვერ შეარჩია.

სპეციალური პრიზის გარდა, „საბას“ გამარჯვებულებს ფულადი პრემიებიც გადასცეს. წელს საპრემიო ფონდმა 52 ათასი ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0