თბილისში ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ ჩატარდება

გამოწერა
კონკურსში, რომელიც ორ ტურად გაიმართება, მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლება.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ყველა მსურველს სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსში „შემოდგომის ლეგენდა“ მონაწილეობისთვის იწვევს.

კონკურსში მონაწილეობენ სტუდენტები თბილისიდან და რეგიონებიდან. ის უკვე მერვედ იმართება. განაცხადების მიღება 29 სექტემბერს დაიწყება. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველი – ესაა შესარჩევი ტური. მსურველებმა თავისი ნამუშევრები 28 ოქტომბრამდე უნდა გაგზავნონ, იუწყებიან ორგანიზატორები.

კომპეტენტური ჟიური ათ ფინალისტს შეარჩევს, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ და მთავარი, იმპროვიზირებული ტურის მონაწილე გახდებიან. კონკურსის ფინალი სამი დღის განმავლობაში კახეთში, ყვარელში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0