პეტერბურგში 13 ნოემბერს „რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში“ გაიმართება

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშითოვლი სანკტ–პეტერბურგში
თოვლი სანკტ–პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერტმიტაჟის თეატრში სადღესასწაულო საღამოზე გაიმართება ტელეხიდი თბილისში ხელნაწერთა ცენტრთან, შემდეგ გამოვა ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. სანკტ–პეტერბურგში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო–კონცერტი „რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში“ გაიმართება.

ღონისძიება 13 ნოემბერს ერმიტაჟის თეატრში 17:00 საათზე გაიმართება. საღამოს ერმიტაჟის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი მიხაილ იოტოვსკი გახსნის.

სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
სანკტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის იუბილის აღსანიშნავი საღამო ჩატარდება

საზეიმო საღამო–კონცერტი ერმიტაჟსა და საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ტელეხიდით დაიწყება. ცენტრში დიდი რუსთაველის პოემის ორიგინალური ხელნაწერები ინახება. ტელეხიდის მსვლელობისას რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალურ ხელნაწერებს წარმოადგენენ.

რუსთაველის ეპოქის კულტურულ და მხატვრულ მემკვიდრეობას მიეძღვნება სახელმწიფო ერმიტაჟისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალისტების გამოსვლა.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაგეგმილია ქართული ფოლკლორული ანსამბლის, „დიდგორის“ კონცერტი. ორგანიზატორების განცხადებით, ანსამბლი თბილისიდან ერმიტაჟის საღამოში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩადის პეტერბურგში.

ვეფხისტყაოსანი რუმინულ ენაზე გამოიცა - Sputnik საქართველო
„ვეფხისტყაოსანი“ რუმინულ ენაზე გამოიცა

„დიდგორის“ მომღერლები ერმიტაჟის თეატრში ახალ პროგრამას წარადგენენ, რომელშიც „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონებზე უნიკალური ხალხური სიმღერები შედის.

„ამ სადღესასწაულო საღამოზე ერმიტაჟის თეატრში ვიწვევთ ყველას – სპეციალისტებს, ლიტერატურის მცოდნეებს, პოეზიის მოყვარულებს და მათაც, ვინც, შესაძლოა, ჯერ კიდევ არაფერი იცის ამ დიდ ქართველ პოეტზე. საღამო–კონცერტი არა მხოლოდ „რუსთაველის ეპოქაში“ გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს, არამედ ის მეგობრობის ნაშანია და იმედი რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული და სამეცნიერო ტრადიციული კავშირების გამტკიცებისა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები განცხადებაში.

„ვეფხისტყაოსანი“ – ქართული კულტურის უკვდავი ძეგლი პირველად თბილისში 1712 წელს დაიბეჭდა. ის მსოფლიოს 50–ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0