თბილისი, 27 აპრილი —Sputnik. მსოფლიო ლიტერატურული შედევრის „ვეფხვისტყაოსნის“ ავტორის, გამოჩენილი ქართველი პოეტის 850-ი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო დღეს სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება, უთხრეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.
ღონისძიება საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქართველთა სანკტ-პეტერბურგის ნაციონალურ-კულტურული ავტონომია „ივერიის“ ინიციატივით სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 18:00 საათზე დაიწყება.სცენაზე თავის შემოქმედებას აჩვენებენ ცეკვის ამნსამბლები „სიხარული“, „საქართველო“ და „ივერია“, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტალური კოლექტივები „არაგვი“ და „სიხარული“.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული ენის პედაგოგი დიანა კიკნაძე, სპსუ-ის ფილოსოფიის ინსტიტუტის მაგისტრანტი რამინ ჯინჭარაძე და სახელმწიფო ერმიტაჟის მეცნიერი თანამშრომელი იაროსლავა ბილინკინა.
„უკანასკნელად ასეთი იუბილე სანკტ-პეტერბურგში მხოლოდ 1966 წელს აღინიშნა“,- აღნიშნა „ქართველთა სანკტ-პეტერბურგის ნაციონალურ-კულტურული ავტონომია „ივერიის“ ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ ოძელმა.