საქართველოს ბრწყინვალების ორდენის კავალერი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

© REUTERS / Mike Segarდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა

8 ნოემბერს გამართულ არჩევნებზე ამერიკელებმა ჰილარი კლინტონს დონალდ ტრამპი ამჯობინეს. კლინტონმა უკვე აღიარა თავისი დამარცხება და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.

„ტრამპ თაუერი“ ბათუმში

უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი საქართველოში 2012 წლის აპრილში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ მონაწილეობა მიეღო პროექტ „ტრამპ თაუერის“ პრეზენტაციაში.

„ტრამპ თაუერის“ კოშკები ბათუმში 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. 300 მილიონ დოლარად ღირებული პროექტი ითვალისწინებდა სასტუმროს, სავაჭრო ცენტრის, საცხოვრებელი კომპლექსის, კაზინოსა და ოფისების მშენებლობას. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2011 წლის მარტში ნიუ-იორკში მოეწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას.

აშშ-ს დროშა ნიუ-იორკში საპრეზიდენტო არჩევნებისას - Sputnik საქართველო
მოსაზრება საქართველოდან – როგორი ურთიერთობები იქნება აშშ-თან არჩევნების შემდეგ

მაშინ ქართული კომპანია Silk Road Group (SRG) მოელაპარაკა ამერიკელი მაგნატის კომპანიას Trump Organization სავაჭრო ნიშნის „ტრამპის“ გამოყენებაზე.

მილიარდერი პროექტში თანხას არ დებდა.

2015 წელს ბათუმში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო. SRG-ში განაცხადეს, რომ პროექტი ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო შეჩერდა. ეკონომიკის სამინისტროში კი თქვეს, რომ ყველანაირად მხარს უჭერენ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

მეგობრობა სააკაშვილთან

ერთ-ერთი პირველი, ვინც დონალდ ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„მას 20 წელზე მეტია, ვიცნობ. ვმეგობრობთ. ამას ფრთხილად ვპროგნოზირებდი. ძლიერი პიროვნებაა არაპროგნოზირებადი პოლიტიკით. უნდა ვიყოთ ფრთხილი და ორგანიზებული, ვიდრე ოდესმე“, — დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის" თავის გვერდზე.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა

მან არაერთხელ გაუსვა ხაზი თავის მეგობრობას დონალდ ტრამპთან. ჯერ კიდევ 2011 წელს აშშ-ში სამუშაო ვიზიტისას სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ იქ „მისი დიდი ხნის მეგობრის“ დონალდ ტრამპის სანახავად მიემგზავრება. მაშინვე მან დაამატა: „დონალდ ტრამპს ყოველთვის შეუძლია ემიგრირება და თუ გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი, შესაძლოა გაიმარჯვოს“.

არც ამერიკელი მილიარდერი აკლებდა ქებას სააკაშვილს.

„რაც შეეხება სააკაშვილს, თქვენ მართლაც მთელი ევროპის და მსოფლიოს კერპი ხართ. საქმე, რომელიც ამ კაცმა გააკეთა, მართლაც უპრეცედენტოა. აშშ უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს… ერთი წლის წინ მე მასზე წავიკითხე, რომ ამ კაცმა გასაოცარი საქმე გააკეთა. არ მინდა ეს ჟღერდეს პოლიტიკურად, მაგრამ ვიტყვი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი გონებრივი შესაძლებლობები ჩვენ დიად ქვეყანაშიც“, — თქვა ტრამპმა საქართველოში ვიზიტის დროს.

სააკაშვილმა 2012 წლის აპრილში დონალდ ტრამპი საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი — პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მელანია ტრამპი - Sputnik საქართველო
აშშ-ის ახალი პირველი ლედის მელანია ტრამპის სამი ცნობილი ციტატა

ორი ოცნება — ორი მილიარდერი

„ოცნება“, თურმე, არა მხოლოდ ქართული ტრენდია. როგორც კი ტრამპმა თავისი გამარჯვების შესახებ შეიტყო, სიტყვით გამოვიდა მომხრეების წინაშე და დაჰპირდა, რომ „ამერიკული ოცნების“ განახლებაზე იზრუნებს. მან უთხრა ამერიკელებს, რომ უფრო ნათელი მომავალი სურს მათთვის და რომ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს.

საქართველოში „ოცნების“ განახლების დაპირება არავის მოუცია — ხელისუფლებაში არჩევნების შედეგად კვლავ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ოცნება“ დარჩა, ამასთან საკონსტიტუციო უმრავლესობით. დღეს ივანიშვილს არც ერთი სახელმწიფო თანამდებობა არ უჭირავს, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0