ოდესური ოდისეა - ახალი არია თუ პოლიტიკური რეკვიემი?

© AFP 2024 / ALEXEY KRAVTSOVმიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი - სად და ვისთან ერთად
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი - სად და ვისთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბოლოოდ "გაჭრილი კარტი" თუ უბრალოდ უიღბლო შემოდგომა... მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი - სად და ვისთან ერთად... მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ექსტრადირება.

დარწმუნებული ვარ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარებას არც თავად ელოდა და არც მისი უახლოესი გარემოცვა. ეს შემოდგომა დიდხანს ემახსოვრება. სამშობლოში მეგობრების და პოლიტიკური პარტნიორების ერთმა ნაწილმა მას ზურგი აქცია. პარტიაში დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ უკვე თავმჯდომარის პოსტს ეცილებიან. მომხრეები ჯერ კიდევ ჰყავს, თუმცა, როგორც ამბობენ პარტიულ სტრუქტურებში არსებული ძალთა ბალანსი საბოლოოდ გაირკვევა ყრილობაზე, რომელიც ქარიზმატულ ლიდერს ვერდიქტს გამოუტანს. ერთგულთა და განდგომილთა თავყრილობის მოლოდინში მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა. სიტყვა მგზნებარე იყო, გაჯერებული მოწოდებებით და საბრძოლო განწყობით… ისეთი, როგორიც სჩვევია… 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა
 

მიხეილ სააკაშვილი: „როცა ოდესაში ჩამოვედი, მსურდა განვითარების ისეთი ტემპი ყოფილიყო, როგორიც ბათუმში გვქონდა… თუმცა კარგად მახსოვს, რომ ბათუმის განვითარება მას შემდეგ დავიწყეთ, რაც თბილისი კორუფციისგან გავანთავისუფლეთ. ოდესაც მაშინ განვითარდება, როცა ის განთავისუფლდება კორუმპირებულებისგან, რომლებიც მათ შორის ოდესის ოლქშიც პირდაპირ მფარველობენ ბანდიტიზმსა და უკანონობას. ამიტომ, შექმნილ ვითარებაში მივიღე გადაწყვეტილება გადადგომისა და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების თაობაზე. არ ვაპირებ ხელების ჩამოშვებას, არ დავიღლები, არ ჰქონდეთ იმედი, რომ ჩემგან განთავისუფლდებიან. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც ჯერ დადის იმდენს, რამდენიც შეუძლია, ხოლო შემდეგ — რამდენიც საჭიროა საბოლოო გამარჯვებისთვის, უკრაინის განთავისუფლებისთვის ამ სალახანისგან და პოლიტიკური ჭუჭყისგან, რომელიც მდიდრდება ჩვენი ჯარისკაცების სისხლზე და რომელმაც უღალატა რევოლუციის იდეებს… მათ აქვთ ერთადერთი მიზანი — მკლანების გაძლიერება და უკრაინის საბოლოოდ გაძარცვა… იწყება ბრძოლა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ…“

ერთი სიტყვით, თქვა და წავიდა… კითხვებიც უმალ გაჩნდა, მათ შორის როგორი იქნება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს რეაქცია და გადაწყვეტილება. როგორც უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ „უკრაინის პრეზიდენტი გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს და დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გადაყენებისთვის არსებული რეალური საფუძვლების გაანალიზება…“ რა იგულისხმება განმარტების ბოლო ნაწილის მიღმა მომავალი გვჩვენებს. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის გადადგომაზე საქართველოში კომენტარები გააკეთეს

დატოვებს თუ არა უკრაინას მიხეილ სააკაშვილი? საბოლოოდ გაიყო თუ არა პეტრო პოროშენკოს და მისი გზები? სად, ვისთან ერთად და როგორ წარიმართება მისი პოლიტიკური კარიერა?  არის თუ არა ის „გაჭრილი კარტი“ და რამდენად მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება? რა გავლენა ექნება მიხეილ სააკაშვილის ამ ნაბიჯს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ პროცესებზე?…    

პირველი განცხადებები, შეფასებები და პროგნოზები კეთდება კიევსა და თბილისში.

ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას" ახალი ლიდერი სჭირდება
   

უკრაინის რადას წევრი, „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი ანტონ გერაშენკო: „უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა ქართული რეფორმების წარმატებით განმეორება გუნდის არარსებობის გამო ვერ შეძლო, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ის, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. მას ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პოპულარობის გამოყენება სურდა, მეორე მხრივ კი, ის პრეზიდენტის პოლიტიკური მტრების მოსაშორებლად გამოიყენა. მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად იმისთვის დაინიშნა, რომ ოლქი უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის გუნდისგან გაეთავისუფლებინა, რაც გააკეთა კიდეც. შემდეგ უკვე ის უკრაინის ექსპრემიერის, არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ გამოიყენეს. მიზნების მიღწევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი „ზედმეტი“ გახდა. საქართველოში არჩევნებში მარცხისა და პრეზიდენტის მხარდაჭერის სრული არარსებობის ფონზე, მას წასვლის გარდა სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. ახლა ის ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს…“

გადამდგარი გუბერნატორის მეგობარი, თანამოაზრე და ძალიან ახლო წარსულში უკრაინაში „ქართული გუნდის“ წევრი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. მისი შეფასებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალისხმევის მიუხედავად არ გამოუვიდა მიხეილ სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა. ერთგული პოლიტმეგობარი ნუგზარ წიკლაური ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიწყებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და ის მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში. დავით დარჩიაშვილის მოსაზრებით მიხეილ სააკაშვილის სახით უკრაინულ პოლიტიკაში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსი ჩაერთვება. 

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში დემოკრატიის დაცვის პირობას დებს

დავით დარჩიაშვილი: „ვიცი, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა და ეს ერთი პერიოდი პოლიტიკურ თანამშრომლობაშიც გადადიოდა. ამავე დროს, თვითონ განაცხადა, რომ ეს არ არის საკმარისი ოლიგარქიულ-კორუფციული სისტემის დარღვევისთვის. უფრო პეტრო პოროშენკოზე იქნება დამოკიდებული პოროშენკო-სააკაშვილის ერთად ყოფნა…“

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით მიხეილ სააკაშვილი რადიკალურ ოპოზიციაში არ იქნება და მას არც საქართველოში ექსტრადიცია ემუქრება. არის თუ არა მეორე დამოკიდებული პირველზე ამას დრო გვიჩვენებს.

პარლმენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია - Sputnik საქართველო
ხათუნა ხოფერია: 27 ნაციონალი პარლამენტარის პოლიტიკური ფასი ნულის ფარგლებში ტრიალებს!

ნიკა ჩიტაძე: „არ გამოვრიცხავ, მან განჭვრიტა ის ფაქტი, რომ მიუხედავად პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების პროდასავლურობისა, კორუფცია უკრაინაში ვერ აღმოიფხვრა ისევე, როგორც ვიქტორ იუშენკოს მმართველობის პერიოდში და უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი ეცემა. რაც შეეხება ექსტრადაციის საკითხს. მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტთან ურთიერთობების დაძაბვისა, არა მგონია, რომ მას ეს ემუქრებოდეს. უკრაინის პრეზიდენტი პროდასავლურ ლიდერად ითვლება და ამის შესაძლოა ურთიერთობა დაეძაბოს დასავლეთთან, რაც არა მგონია, პეტრო პოროშენკოს მიზანი იყოს. ახლა მიჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე — რამდენად გააჩნია საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნის რესურსი. არ არის გამორიცხული, ის ან პარტიის წევრი იყოს, ან პოლიტიკური მოძრაობა დააარსოს, რომელსაც გარკვეული ზემოქმედება ექნება პოლიტიკურ პროცესებზე… არც ის არის გამორიცხული, რომ მას საქართველოში მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიურად ჩართვის სურვილი ჰქონდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვითარდება, როდესაც პარტია ორ ნაწილად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არის გაყოფილი…“

ოფიციალური თბილისი შეფასებებში თავშეკავებულია. ოდესის გუბერნატორის გადადგომის საკითხი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს საშინაო საქმეა.

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას არ აპირებს
 

გია ვოლსკი: „უკრაინაში შიდა საქმეები თვითონ გადაწყვიტონ. მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს გააჯანსაღებს 

ალექსანდრე ჯეჯელავა: „მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების. ვფიქრობ, ეს დადებითი ნაბიჯია. მე მგონია, რომ ძალიან რთულია პოლიტიკური ცხოვრება და შესაბამისად არის დრო, როდესაც უნდა იაქტიურო და არის დრო, როცა უნდა ჩამოშორდე პოლიტიკას…“

ჯერჯერობით სულ ეს არის… თემას კიდევ მრავალგზის დავუბრუნდებით. ახლა დავასრულებ მთავარი კითხვით — ოდესური ოდისეა — ახალი არია თუ პოლიტიკური რექვიემი?!


ყველა ახალი ამბავი
0