სააკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას" ახალი ლიდერი სჭირდება

გამოწერა
საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის უფლება ჩამოერთვა. პარტიას ამ დრომდე პოლიტსაბჭო მართავს.

თბილისი, 4 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“  პოლიტსაბჭოს შეკრებას და ახალი ლიდერის არჩევას სთავაზობს.

დღეს, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა „ნაცმოძრაობის“ განვითარება და ახალი ლიდერის არჩევა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის უფლება დაკარგა. ამ დროისთვის პარტიას პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც ნომინალურად გიგი უგულავაც შედის. 

თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
უგულავა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე სჭირდება

„გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით", — ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გადაჯგუფება, ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, წერს პოლიტიკოსი.

„კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს", — აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. 

სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სანდრა რულოვსის იმედი აქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად, მიიჩნევს ის.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი საქართველოს შს ექს-მინისტრიდა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც გიგი უგულავას მსგავსად, პატიმრობაში იმყოფება. პარტიაში მათ „პოლიტპატიმრებს“ უწოდებენ.

2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში წინა ხელისუფლების პირველი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ამ დროისათვის სასჯელს იხდიან ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია, თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა. ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, იუსტიციის ექს-მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილისა და შსს-ს რიგი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაღალი თანამდებობები ეკავათ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0