უგულავა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე სჭირდება

© AFP 2024 / VANO SHLAMOVთბილისის ექს-მერი გიგი უგულავა
თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ყოფილმა მერმა თავისი ინიციატივა საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის განვითარების სურვილით ახსნა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განვითარდეს და მას ახალი თავმჯდომარე სჭირდება, ნათქვამია პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილში.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა და პარტიის ხელმძღვანელობის უფლება დაკარგა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური საბჭო მართავს, რომელშიც ნომინალურად უგულავაც შედის.

„ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის“, – ნათქვამია უგულავას წერილში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ექსპრემიერი და თბილისის ყოფილი მერი „თანაკამერელები“ ვერ გახდნენ

ის ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევა ღალატი არ იქნება.

„ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით, საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი, რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს“, – აღნიშნავს უგულავა.

ამასთან, მისი თქმით, იგი აპირებს დატოვოს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი, რათა პარტიას განვითარების საშუალება მისცეს.

„პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი“, – წერს უგულავა.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა — თავისუფალი პატიმარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილია, რომელსაც, ისევე, როგორც უგულავას, სხვადასხვა დანაშაულის გამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ნაცმოძრაობაში მათ „პოლიტიკურ პატიმრებს“ უწოდებენ.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა, რომ იწყებს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ცოტა ხნის შემდეგ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირები.

ყველა ახალი ამბავი
0