ექსპრემიერი და თბილისის ყოფილი მერი „თანაკამერელები“ ვერ გახდნენ

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელს კამერებში მარტო იხდიან.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერს ვანო მერაბიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ერთ კამერაში სასჯელის მოხდაზე უარი ეთქვათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილიამ აცნობა. 

დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო, მაღალჩინოსნები სასჯელს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (მატროსოვის ციხეში) სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულზე იხდიან.

გიორგი მარგველაშვილი და კახი კახიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფ ექს-პრემიერზე ინფორმაცია მიიღო

„ეს მოთხოვნა მე დაახლოებით სამი, ოთხი თვის წინ შევიტანე იმ მოტივით, რომ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ფაქტიურად არაადამიანურ, წამების ტოლფას პირობებში იმყოფებიან რადგან მთელი ამ ხნის მანძილზე მარტოობაში იხდიან სასჯელს“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ბასილაიას სიტყვებს. 

მანამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უარი უთხრა ადვოკატს ანალოგიურ მოთხოვნაზე, იმ მოტივით, რომ ორივე პირი სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. 

ბასილია აპირებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. 

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ოთარ კახიძე: ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიარა

უგულავას ერთდროულად ხუთ საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი და სასამართლო ყველა საქმეს განიხილავდა. თუმცა, 2014 წლის ივლისში დაკავებულმა თბილისის მერმა წინასწარ პატიმრობაში კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაზე მეტხანს დაჰყო. სასამართლომ გამოასწორა ხარვეზი და უგულავა გაათავისუფლა, თუმცა, მომდევნო ღამეს ერთ-ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უგულავა საპატიმროს დაუბრუნდა. ამჟამად ადვოკატები აპელაციას ამზადებენ და ექს-მერის მიმართ დანარჩენი საქმეების განხილვისთვის ემზადებიან.

კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
საქართველოში დემოკრატიის დონე და სასამართლო სისტემა გაუმჯობესდა

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურას“ საქმე. ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.


ყველა ახალი ამბავი
0