„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სანდრა რულოვსის იმედი აქვს

© REUTERS / David Mdzinarishviliსანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სანდრა რულოვსმა შემდგომ გეგმებზე თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ განაცხადოს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი შევა პარლამენტში და პარტიასთან ერთად ბრძოლას განაგრძობს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით დეპუტატი გახდა. ის ასევე იყო დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში, მაგრამ პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან წაგების შემდეგ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. რულოვსის შემდგომი გეგმები ჯერჯერობით უცნობია.

„პარტიის პოზიცია ცნობილია – რომ შევალთ პარლამენტში და ამას ძალიან ბევრი არგუმენტი, მიზეზი აქვს. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ სანდრაც ჩვენ გვერდით იქნება ამ ბრძოლაში“, — განაცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას ელოდება

სანდრა ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის მეორე ნომერი და გუნდის ნაწილია, მაგრამ მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად განაცხადოს ამის შესახებ, აღნიშნა ბაქრაძემ.
„ჩვენ ვნახეთ მისი გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით. ამიტომ არაკორექტული იქნება, თუ მის ნაცვლად ვილაპარაკებ“, — აღნიშნა ბაქრაძემ.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს პარლამენტში (რომელიც 150 დეპუტატისგან შედგება) მოხვდნენ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო უმრავლესობით (115 ადგილი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (27), ბლოკი „პატრიოტთა ალიანსი“ (6), ერთი კანდიდატი „მრეწველებიდან“ და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0