თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. სააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლის სურვილის არარსებობა დაასახელა.
"არსებულ ვითარებაში გადავწყვიტე, გადავდგე და ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყო", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მიუხედავად უკრაინაში ხელისუფლების შეცვლისა, ქვეყანაში კორუფცია ყვავის და "როგორც ადრე ძარცვავდნენ, ისე ძარცვავენ ახლა".
როგორც სააკაშვილმა განმარტა, მისთვის "ბოლო წვეთი" ჩინოვნიკების შემოსავლების შესახებ ელექტრონული დეკლარაციების გამოქვეყნება გახდა.