„ეშმაკის რიცხვის“ გამო ბათუმში მოქალაქემ იუსტიციის სახლის ფოტოკაბინები დაარბია

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ მისი პირადობის დამადასტურებელ ელექტრონულ მოწმობაზე გაჩნდა რიცხვი „666“.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქემ ბათუმში იუსტიციის სახლის ფოტოკაბინები ჩაქუჩით დაამტვრია.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მამაკაცმა კაბინები იმიტომ დაარბია, რომ მას მისცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელზეც მიყოლებით სამი „6“-იანი იყო. ცრუმორწმუნეები ამ რიცხვს „ეშმაკეულს“ უწოდებენ.

„დაახლოებით 12:00 საათზე იუსტიციის სახლში მოვიდა ადამიანი, ამოიღო ჩაქუჩი და ფოტოგადაღების კაბინების ყველა მონიტორი დაამსხვრია… ამის გამო შეიქმნა პრობლემები, მაგრამ გვაქვს გადასატანი აპარატები და ფოტოს გადაღების პროცესი განახლდა“, — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ იუსტიციის სახლის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ანა გიგინეიშვილმა.

ნაჯახი - Sputnik საქართველო
მკვლელობა ნაჯახით 11-წლიანი პატიმრობით დაისაჯა

რატომ ჰქონდა მამაკაცს თან ჩაქუჩი — უცნობია. იუსტიციის სახლის პრეს-სამსახურში მეტ კომენტარზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცი დაკავებულია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის მიუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება“, რაც ისჯება ჯარიმით, ან 100-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

საიდენტიფიკაციო ანუ ID-ბარათი (Identity Document) — პირადობის დამადასტურებელი მაღალტექნოლოგიური ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მაქსიმალურად არის დაცული გაყალბებისგან. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება, ელექტრონულად ხელმოწერა და ა.შ. მას აგრეთვე სამსახურებრივი მოწმობის, საშვისა და პლასტიკური ბარათის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: საქართველოში უკვე შესაძლებელია ელექტრონული არჩევნების ჩატარება

ინოვაციური პროექტი საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან ინერგება. 2016 წლის ივნისის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 2 367 175 ID-ბარათის მფლობელია.

ID ბარათების გამოჩენას ქვეყნის ზოგიერთი მორწმუნე მოქალაქე ნეგატიურად შეხვდა. მათ საპროტესტო აქციებიც მოაწყვეს იმ მოტივით, რომ ახალი პირადობის მოწმობებზე „ეშმაკის რიცხვია“ დატანილი და მათი გამოყენება არ შეიძლება.

მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ ახალი პლასტიკური ბარათები საშიში არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0