უსუფაშვილს ახალი ფორმატის პარტიის შექმნა უნდა

© Parliament of Georgiaდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილი, რომელმაც გასულ უქმეებზე "რესპუბლიკური პარტიის" რიგები დატოვა, იმ ადამიანებთან ერთად ახალი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლებიც პოლიტიკური წარმატებისათვის და არა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ.

თბილისი, 1 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი ახალი ფორმატის ოპოზიციური პარტიის შექმნას აპირებს.

გასულ კვირას უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა მომავლის თაობაზე გაერთიანების დანარჩენ წევრებთან არსებული უთანხმოების გამო პარტიას ტოვებს. ასევე მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს.

"მე არ ვაპირებ წავიდე და "უსუფაშვილის პარტია" შევქმნა, არ არის ეს ჩემი ჰობი და ამოცანა. მინდა იმ ხალხს ვესაუბრო, რომლებსაც სჯერათ, რომ წინ წავიწევით არა არსებული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკაში წინა პლანზე არსებული პიროვნებების დახმარებით. ჩვენ პოლიტიკური სუბიექტი გავხდებით, რომელიც არსებულ მანკიერ წრეს გაარღვევს",- განაცხადა უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

მისი თქმით, ახალ პარტიაში შევლენ როგორც ძველი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეებიც და პარტია არ იქნება დაფუძნებული ლიდერის გარშემო, რომელიც ხელისუფლებასა და რეჟიმს ებრძვის. 

"მიმაჩნია, რომ საქართველოში გაცილებით მეტი ხალხი არსებობს იმისათვის, რომ საქართველოში ისეთი ძალა გაჩნდეს, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად კი არა, პოლიტიკური წარმატებისათვის იბრძოლებს",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მე არ ვისაუბრებ პარტიებთან თანამშრომლობაზე, მე კონკრეტულ პიროვნებებს დაველაპარაკები, დაამატა მან.

უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან პარტიაში მისი შესვლის შესახებ საუბარს არ აპირებს.

"ეს არარეალურია, რადგან საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყო პარტიის წევრი",- დაამატა მან.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი პარტიის შექმნას ჯერჯერობით არ გეგმავს

დავით უსუფაშვილი ბოლო დრომდე მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლის შემადგენლობაში რესპუბლიკელები შედიოდნენ. 

2016 წლის ივლისამდე "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" კოალიციის აქტიური წევრი იყო, და მის ლიდერებს ქვეყნის მთავრობაში თანამდებობები ეკავათ.

საპარლამენტო არჩევნებზე "რესპუბლიკური პარტიის" წაგების მერე პარტია ჯერ უსუფაშვილმა დატოვა, მოგვიანებით კი პარტიის სხვა ლიდერებმაც, მათ შორის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უსუფაშვილის მეუღლემ თინათინ ხიდაშელმა, შერიგების საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0