საქართველოს პრეზიდენტი პარტიის შექმნას ჯერჯერობით არ გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს უპარტიო პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას არ აპირებს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის, ამ ეტაპზე პოლიტიკური გაერთიანების შექმნას არ აპირებს, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ვინ შევა საქართველოს ახალ მთავრობაში – მასმედიის ვერსიები

ბოლო დროს რიგი ოპოზიციური ლიდერები პარტიების რიგებს ტოვებენ. ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს პოლიტიკოსები პრეზიდენტთან ერთად ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანდებიან.

„ამ ეტაპზე არანაირი პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის ქვეშ, თუ როგორც თქვენ უწოდებთ, არ განიხილება. პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ასრულებს, როგორც უპარტიო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის ძალიან სასარგებლოა. შესაბამისად, ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, — განაცხადა მიშველაძემ.

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაური ყოველთვის მზადაა, აწარმოოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

ბოლო პერიოდში პარტიების დატოვების შესახებ განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ბევრმა ლიდერმა გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0