დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ექს-თავმჯდომარის თქმით, მისთვის მიუღებელია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებისა და დამფუძნებლების ხედვები.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. დღეს ნამდვილად არ ვგეგმავდი საზოგადოების შეწუხებას, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ორშაბათს უნდა გაცხადებულიყო, უკვე დღეს გახდა ცნობილი, ამ სიტყვებით დაიწყო ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ბრიფინგის თემა დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლა იყო.

„პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ, პარტიის თავმჯდომარეს, დამფუძნებლებს, მის ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური, ღირებულებითი, ტაქტიკური ხედვები, რომლებიც ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ მათ რეალიზებას პარტიაში მე არ და ვერ შევეწინააღმდეგები“, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან იქვე განმარტა, რომ ეს ხედვები მისთვის მიუღებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში შემცირდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მაგრამ არ შეეწინააღმდეგება პარტიის დამფუძნებლების ღვაწლს.

მან პერსონალური მადლობა გადაუხადა დავით ბერძენიშვილს, რომელმაც, უსუფაშვილის თქმით, მიიყვანა პოლიტიკაში და აქცია იგი პოლიტიკოსად და აღნიშნა, რომ განაგრძობს „ინდივიდუალურ რეჟიმში აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას აპირებს მისი მეუღლე, ასევე „რესპუბლიკური პარტიის წევრი“ თინათინ ხიდაშელი, უსუფაშვილმა უპასუხა:

„ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას, პოლიტიკურად რას იზამს, არ ვიცი“.

ყველა ახალი ამბავი
0