„რესპუბლიკური პარტია“ ავტორიტეტების გარეშე დარჩა

© photo : Republican Party of Georgia / FBრესპუბლიკური პარტია
რესპუბლიკური პარტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტიიდან" წასვლა გაყრას შეადარა.

თბილისი, 1 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კვალდაკვალ „რესპუბლიკური პარტია“ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ დატოვეს, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია" პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეზე დაყრდნობით.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს

გასული კვირის ბოლოს „რესპუბლიკელების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა და პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მომავალთან დაკავშირებით ხათუნა სამნიძესთან უთანხმოების გამო პარტიას ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უსუფაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიიღო.

„ამ დროისათვის მე ხელთ მაქვს თინა ხიდაშელისა და ვახტანგ ხმალაძის ოფიციალური განცხადებები პარტიის დატოვების შესახებ“, — განაცხადა სამნიძემ, რომელსაც მიზეზები არ დაუსახელებია.

ხმალაძე საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი გამოცდილი კანონმდებელი იყო, რომელმაც 33 კანონპროექტი შეიმუშავა.

„დიახ, მე დავტოვე პარტია. წასვლის მიზეზი ისეთივეა, რაც, ზოგადად, გაყრის დროს — სამომავლო გეგმებზე სხვადასხვა შეხედულებები“, — განაცხადა ხმალაძემ.

„ჩემთვის ახალი ეტაპი იწყება“, — თავის მხრივ, განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეარხ GDS-ის ეთერში.

დაიშალა თუ არა "რესპუბლიკური პარტია"

ხიდაშელი და ხმალაძე, ისევე, როგორც უსუფაშვილი, პარტიაში 12 წელი იყვნენ და მოწინავე პოზიციები ეკავათ.

„რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლის შესახებ მანამდე განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, ასევე ფრიდონ საყვარელიძემ, ნოდარ ებანოიძემ და სხვებმა გააკეთეს.

მომავალში პარტიულ თანამებრძოლებთან თანამშრომლობას ვგეგმავ, აღნიშნა უსუფაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ვინ შევა საქართველოს ახალ მთავრობაში – მასმედიის ვერსიები

„ბევრი მათგანი უკვე დამთანხმდა თანამშრომლობაზე“, — აღნიშნა უსუფაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტია“ 2012 წლიდან კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ იყო. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა სადეპუტატო მანდატები სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად მოიპოვეს, ხოლო მათი ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. ამის შემდეგ პარტიას სათავეში ხათუნა სამნიძე ჩაუდგა.

კოალიციის შემადგენლობაში „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის ივლისამდე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0