ხიდაშელი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ ცნობილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტია“ დამარცხდა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მეუღლის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მსგავსად, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება გადაწყვიტა, იუწყება ტელეარხი GDS.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

„რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ 2012 წლიდან იყო. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა სადეპუტატო მანდატები სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად მოიპოვეს, ხოლო მათი ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. ამის შემდეგ პარტიას სათავეში ხათუნა სამნიძე ჩაუდგა.

კოალიციის შემადგენლობაში პარტია 2016 წლის ივლისამდე დარჩა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კი კოალიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს, ხოლო „რესპუბლიკელები“ პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0