კალაშნიკოვი: დროა, მოსკოვსა და თბილისს შორის ხიდი აღდგეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის გოსდუმის დეპუტატი ლეონიდ კალანიკოვი
რუსეთის გოსდუმის დეპუტატი ლეონიდ კალანიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ქართველები მხარს დაუჭერენ რუსი დეპუტატების წინადადებას თანამშრომლობის აღდგენის თაობაზე.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. დადგა დრო, საქართველოსთან თანამშრომლობა აღდგეს, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.

„ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაკეთოთ ეს. ცხადია, რომ ოფიციალური თანამშრომლობის დაწყება რთულია, მაგრამ, მაგალითად, შეგვიძლია ჩვენი ქვეყნების ორი საპარლამენტო კომიტეტის სხდომის ჩატარება პრობლემების განსახილველად. ამ წინადადებით საქართველოს პარლამენტს აუცილებლად მივმართავთ“, — განაცხადა კალაშნიკოვმა.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველო რუსეთისგან ტვირთების მონიტორინგის შეთანხმებაზე ინფორმაციას ელოდება

მისი თქმით, დსთ-ის საკითხებში კომიტეტი ქართულ მხარეს ხელს მას შემდეგ გაუწვდის, რაც საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბების პროცესი საბოლოოდ დასრულდება.

„შედგება თუ არა ეს თანამშრომლობა, მხოლოდ ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული. ვიმედოვნებ, რომ მხარს დაგვიჭერენ. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ეს დაგვეხმარება, განვავითაროთ ურთიერთობები საზოგადოებრივი სტრუქტურების, ორგანიზაციებისა და საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე“, — აღნიშნა კალაშნიკოვმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, ამ ვითარებაში ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთობები რუსეთს პირველს არ გაუწყვეტია.

„ჩვენ კომიტეტში არ მიგვაჩნია, რომ პირველი, დაზავების ნაბიჯი კონკრეტულად ვიღაცამ უნდა გადადგას. სხვა საქმეა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ გაწყვიტა და მათ უნდა შემოგვთავაზონ მისი აღდგენა. მეორე მხარე ხომ არ დაიწყებს ხვეწნას. აქ ნათელია, რომ ბურთი ქართულ მხარესაა. მაგრამ, საპარლამენტო პროექტების თვალსაზრისით, თანამშრომლობის დაწყების შეთავაზება ჩვენც შეგვიძლია“, — განმარტა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს წინადადება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიბადა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი პრაღაში

„როგორც კი საქართველოს პარლამენტი თავის კომიტეტებს ჩამოაყალიბებს, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით. „ქართული ოცნება“ დღეს არ გამოჩენილა, მაგრამ მან, რასაც არ უნდა ამბობდეს და რის გაკეთებასაც ცდილობდეს სააკაშვილი, გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა. და ჩვენ, ბუნებრივია, უპირველესად იმ ძალას უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას შეადგენს. მთავარია, რომ კონფრონტაციის ხაზი გაწყდეს და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარების შანსი გაჩნდეს“, — დაასკვნა კალაშნიკოვმა. 

ყველა ახალი ამბავი
0