საქართველო რუსეთისგან ტვირთების მონიტორინგის შეთანხმებაზე ინფორმაციას ელოდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა დოკუმენტებზე, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შეთანხმებითაა გათვალისწინებული, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში, რომელიც ზურაბ აბაშიძის ინფორმაციას ეყრდნობა. 

გუშინ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელსაც 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში მოეწერა ხელი.

„ამჟამად ქართული მხარე რუსეთის მხარის კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება“, — აღნიშნულია განცხადებაში. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი პრაღაში

საქართველო–რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგზე შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობა და შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდნენ. 

SGS–ის საქმიანობა არა საბაჟო პროცედურები, არამედ რუსეთში შესული და რუსეთიდან გასული ტვირთების შესახებ ინფორმაციის წარდგენა იქნება. კომპანიამ უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი რუსეთ–საქართველოს საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად საზღვრის მონაკვეთებზე – მდინარე ფსოუსა (აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვარი) და როკის გვირაბზე (ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი).

2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0