ჩინური კომპანია საქართველოში ნავთობის მოძიებით დაკავდება

© photo: Sputnik / Murad OrujovBakıda neft nasosları
Bakıda neft nasosları - Sputnik საქართველო
გამოწერა
Beijing Fangyuan Chint Energy Technical საქართველოში სხვადასხვა კომპანიებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საპარტნიორო ფონდსა და ჩინურ კომპანიებს Beijing FangyuanChint Energy Technical CO.,LTD დაVm Energy LTD შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, იუწყება სს „საპარტნიორო ფონდი". 

Beijing Fangyuan Chint Energy Technical CO. LTD და Vm Energy LTD მზადყოფნას გამოთქვამენ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში. მათი ინტერესის სფერო ენერგეტიკის სექტორია, კერძოდ, ნავთობის და გაზის მოძიება და მოპოვება.

საქართველო-ჩინეთს შორის მემორანდუმის ხელმოწერა - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

„ჩინეთს და საქართველოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ქვეყანაში უკვე რამდენიმე ათეული ჩინური კომპანია მოღვაწეობს წარმატებით. მიხარია, რომ მათ რიცხვს დღეს კიდევ ორი კომპანია შეემატა", — აღნიშნა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინური მხარე ვალდებულებას იღებს, რომ ნავთობის და გაზის მოძიების კვლევით სამუშაოებს ჩაატარებს, ბიზნეს-გეგმას დაამუშავებს და პროექტის საბოლოო დიზაინს წარმოადგენს.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გარკვეული ტერიტორიები გამოიყოფა, რომლებზეც აუქციონის წესით კომპანია შეეცდება ლიცენზიის მოპოვებას და შემდგომ საძიებო სამუშაოების ჩატარებას“, — განაცხადა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდსა და ჩინური პროვინცია ცზიანს შორის ხელშეკრულება გაფორმდა - Sputnik საქართველო
ჩინელები საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკას გახსნიან

Beijing Fangyuan Chint Energy Technical CO.LTD – ჩინეთის უმსხვილესი Drilling and Production Technology Research Institute of Dagang-ის შვილობილი კომპანიაა. Drilling and Production Technology Research Institute of Dagang ოპერირებს მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, მონღოლეთში, ყაზაზეთსა და ყირგიზეთში. კომპანიის საქმიანობის სფერო ნავთობის და გაზის ძებნა-ძიება და მათი მოპოვებაა. იგი აწარმებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ბურღვით და სხვა სამუშაოებს და არის ყოვლისმომცველი ნავთობის და გაზის საინჟინრო კომპანია.

Vm Energy LTD – ჩინურ-ქართული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ქართველი და ჩინელი სპეციალისტების მიერ და რომლის მიზანიც იმ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი პროექტების სამეცნიერო და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფაა, რომლებიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. Vm Energy-ს სპეციალისტები ასევე შექმნიან ამ განსახორციელებელ პროექტებს.

ყველა ახალი ამბავი
0