ჩინელები საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკას გახსნიან

© FB/ "Партнерский фонд""საპარტნიორო ფონდსა" და ჩინური პროვინცია ცზიანს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საპარტნიორო ფონდსა და ჩინური პროვინცია ცზიანს შორის ხელშეკრულება გაფორმდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაბრიკაში ქურთუკებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისთვის შეკერავენ.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ჩინელი მეწარმეები საქართველოში ქურთუკების ფაბრიკის გახსნა გეგმავენ.

შესაბამისი ხელშეკრულება საპარტნირო ფონდსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ქურთუკების ქარხანას შორის გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ჩინეთში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

„ქურთუკების ქარხანა არის სწორედ ძიანგსიში, რომელიც მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60%-ს აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც, ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს“, — განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

შანხაის პანორამა - Sputnik საქართველო
შანხაიში საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

ფაბრიკაში შეიკერება ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი ბრენდები უკვეთავენ. საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალში აქტიურად ითანამშრომლებს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან.

საქართველოში ქურთუკების ფაბრიკის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, აღნიშნა მან.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში სხვა პროექტებიც განიხილეს, კერძოდ, საუბარია საქართველოში კერამიკული ფილების ქარხნის აშენებაზე.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის სფეროში. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. ჩინეთში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს ქართული ღვინის მაღაზია-სალონები.

პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ჩინეთმა, სადაც დაახლოებით 1,9 მლნ ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 148% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0