აშშ საქართველოს მთავრობას არჩევნებისას მომხდარი ინციდენტების გამოძიებისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ პლაკატი
„ქართული ოცნების“ პლაკატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ საქართველოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობას აპირებს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნების პერიოდში მომხდარ ინციდენტებზე ყოველმხრივი გამოძიება აწარმოოს, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

საარჩევნო ყუთის გახსნა - Sputnik საქართველო
საიამ არჩევნებზე პირველი დარღვევების შესახებ განაცხადა

30 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 50-ში. დეპუტატის სავარძლებისთვის ის ორი კანდიდატი იბრძოდა, რომლებმაც არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ხმათა მეტი რაოდენობა დააგროვეს. 

„ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ძალადობისა და დაშინების ცალკეული შემთხვევების გამო და მოვუწოდებთ დამნაშავეთა პასუხისმგებლობისკენ, ასევე მოვუწოდებთ, სამართლის ნორმების შესაბამისად ჩატარდეს დაბალანსებული გამოძიება მსგავს შემთხვევებზე“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პრაისის განცხადებას.

განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ აშშ „მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ითანამშრომლონ საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, დემოკრატიული კონსოლიდაციის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ჩათვლით“. 

როგორც პრაისმა აღნიშნა, აშშ „ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას“ და იმედს გამოთქვამს, რომ ითანამშრომლებს ახალ მთავრობასა და პარლამენტთან. 

უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, „ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ აღიარა, რომ 8 და 30 ოქტომბერს არჩევნების პირველი და მეორე ტური კონკურენციის საფუძველზე ჩატარდა და ორგანიზებული იყო ამომრჩეველთა და კანდიდატების უფლებების გათვალისწინებით“.

ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკომ თბილისსა და რეგიონებში არჩევნებზე დარღვევების შესახებ განაცხადა

„ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმით, რომ საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ საარჩევნო კამპანიის დროს, რათა ამომრჩევლებს ჰქონოდათ გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალება“, — თქვა პრაისმა. 

ეს არჩევნები ამტკიცებს, რომ საქართველო „ლიდერია რეგიონში დემოკრატიული რეფორმების მხრივ“, დასძინა უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. 

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, უბნების 100% ხმების დათვლის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად „ქართული ოცნების" კანდიდატებმა 50-დან 48 ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვეს. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემით), 73 კი — ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით (მაჟორიტარული სისტემით). სულ საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი). შესაბამისად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების ორივე ტურის შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და კონსტიტუციის შეცვლის საშუალება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0