თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში დარღვევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში მიმდინარეობს. ამომრჩევლის გამოცხადებამ 10:00 საათისთვის 4,65% შეადგინა.
„დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, მთაწმინდის №20 საარჩევნო უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიამ ორგანიზაცია „მომავლის არჩევნების“ დამკვირვებელი აიძულა, დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, რადგან ის კომისიის საქმიანობაში ერეოდა, კერძოდ, მდივნის ფუნქციებში ერეოდა“, — განაცხადა მიქელაძემ ბრიფინგზე.
გორის №49 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას რეგისტრაციის მაგიდასთან ცდილობდა. მას თავისი არჩევნის დაფიქსირება კაბინის გარეთ სურდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველს ამის უფლება არ მისცა.
ზუგდიდის №57 საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, რომლის უფლებამოსილება, როგორც აღმოჩნდა, შეჩერებული იყო.
„ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი აღარ არის, შესაბამისად, აღნიშნულმა პირმა საარჩევნო უბანი დატოვა“, — აღნიშნა მიქელაძემ.
ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის ერთი ზედმეტი ბეჭედი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა ის დალუქეს და საღამოს საოლქო საარჩევნო კომისიას სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გადასცემენ.
ზუგდიდის №9 საარჩევნო უბანზე საჩივარი შეადგინეს — საუბრო საარჩევნო კომისიის ორმა წევრმა („რესპუბლიკური პარტიიდან“ და ენმ-იდან) ფუნქციების განაწილებაზე კენჭისყრის მეშვეობით უარი განაცხადეს.
ისნის №66 და №49 უბნებზე შესვლას ცდილობდნენ პირები აკრედიტაციის ყალბი მოქმობებით.
„ამ ეტაპზე დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, — განაცხადა მიქელაძემ.