საიამ არჩევნებზე პირველი დარღვევების შესახებ განაცხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ყუთის გახსნა
საარჩევნო ყუთის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას დარღვევებზე როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, 17 საჩივარი შეადგინა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრისას პირველი დარღვევების შესახებ განაცხადა — შედგენილია 17 საჩივარი და ხუთი შენიშვნა.

საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატები.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ამომრჩევლის გამოცხადებამ არჩევნებზე 10:00 საათისთვის 4,65% შეადგინა

თელავის №13 საარჩევნო ოლქში კომისიის წევრებმა უფლებები და ვალდებულებები თვითნებურად გაცვალეს.

ასევე თელავში, №13 საარჩევნო უბანზე აგრესიულად მოექცნენ საიას დამკვირვებელს. მას ჩანაწერების წიგნში შეტანილი მონაცემების გაცნობის საშუალება არ მისცეს. პრობლემა მაშინ გადაიჭრა, როდესაც პროცესში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჩაერთო.
თბილისში, მთაწმინდის №20 უბანზე კენჭისყრის პროცესის დროს საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ შენობა 08:00 საათამდე უნდა დაეტოვებინათ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისსა და ქუთაისში საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსების რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა.
მარნეულის №68 საარჩევნო უბანზე, 07:00 საათისთვის, როდესაც საარჩევნო კომისია უბანზე უნდა შესულიყო და მუშაობა დაეწყო, იქ არ იყო ელექტროენერგია. კომისიის ზოგიერთი წევრი კაბელებისთვის წავიდა.
მარნეულის №48 უბანზე საარჩევნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრა ისე ჩაატარა, რომ მას სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

„კვლავ დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების მხრიდან  უარის გაცხადება, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მიიღონ მონაწილეობა“, — განაცხადა საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღეს - Sputnik საქართველო
თბილისის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა მთაწმინდის №8, გორის №73 და 68 და ზუგდიდის №93 უბნებზე.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ანალოგიური არჩევნების პირველი ტურისაც მოხდა. არასამთავრობომ ეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ დაადგინა, რომ გადასატანი ყუთის გადატანა საარჩევნო კომისიის თითოეული წევრის ვალია.

ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კომისიის მიხედვით, კენჭისყრაში კომისიის ყველა წევრი უნდა მონაწილეობდეს.

არჩევნების მეორე ტურს საიას 400-მდე დამკვირვებელი ადევნებს თვალს.

ყველა ახალი ამბავი
0