თბილისის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღეს
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი პარტიის დამკვირვებლები გუშინ საღამოს მთაწმინდის რაიონის №18 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრების სახით შევიდნენ და ამომრჩევლების შესახებ მონაცემები უკანონოდ მიიღეს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უცნობი პირები საარჩევნო კომისიის წევრების სახით საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შევიდნენ და ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ცესკოს ინფორმაციით, ყველა — 2 ათას 229 საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

„დაახლოებით საღამოს 07:20 სთ-ზე, სამი პირი მივიდა მთაწმინდის #18-ე უბანზე, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს როგორც საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებმა. ეს პირები უბანზე შევიდნენ, როდესაც უბანი იყო უკვე დაკეტილი მასალებთან ერთად და მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, უჯრების გახსნა“, — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკო: საპარლამენტო არჩევნები ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

ამ პირებმა ასევე გადაიღეს ამომრჩევლის სიები, რომლებიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს. მიქელაძეს არ დაუზუსტებია, იყო ფოტო თუ ვიდეოგადაღება.

„მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ ოლქის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლის და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო მოწმობები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა“, — განაცხადა მიქელაძემ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მას დაუსახელებია პარტია, რომლის დამკვირვებლებმაც საკუთარ უფლება-მოვალეობებს გადააჭარბეს.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0