თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას ამომრჩევლის გამოცხადებამ 10:00 საათისთვის 4,65% შეადგინა.
საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატები.
„10:00 საათის მონაცემებით, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 115 302-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 4,65%-ია“, — განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.