არასამთავრობო ორგანიზაცია: ყველაზე მეტი დარღვევა მარნეულის რაიონში მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო უბანზე ხმის მოცემის დროს
საარჩევნო უბანზე ხმის მოცემის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო კომისიაში 37 საჩივარი შეადგინა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ, მიუხედავად მცირე დარღვევებისა, არჩევნები ძირითადად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი დარღვევა მარნეულის რაიონში დააფიქსირა.

საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატები.

არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 15:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით დააფიქსირეს დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების 7 შემთხვევა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის სამი, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უკვე მარკირებული ამომრჩევლის უბანზე გამოცხადების და მისთვის ხმის მიცემის უფლების თითო-თითო, ასევე ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევა.
ასევე იყო არაუფლებამოსილი პირის უბანზე ყოფნის ორი შემთხვევა და ერთი — მარკირების პროცედურის დარღვევის შემთხვევა.

არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
არჩევნებზე ამომრჩევლის გამოცხადებამ 15:00 საათისთვის 25,3% შეადგინა

მარნეულის მერვე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელმაც უკვე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, შეიჭრა უბანზე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს მარკირების სითხით სავსე ბოთლი, ასევე, რეგისტრატორის მაგიდაზე არსებული სხვა ნივთები ესროლა.

ამავე საარჩევნო ოლქის 57-ე უბანზე კავშირის „21-ე საუკუნე“ დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში ამომრჩეველთან ერთად შევიდა და ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდა, ამავე დროს, ინფორმაციას ტელეფონით გადასცემდა.

მარნეულის საარჩევნო ოლქის 63-ე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა დამკვირვებელს ორგანიზაცია „მომავლის არჩევანიდან“ ვიდეოგადაღების უფლება არ მისცეს.
ამავე ოლქის მეორე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა რეგისტრატორმა თავისი მოვალეობები არ შეასრულა.

ახალდაქორწინებულები აჭარის საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
ქორწინება აჭარულად: ახალდაქორწინებულებმა ხმა საქორწინო სამოსში მისცეს

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მეცხრე უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის ნება დართეს მიუხედავად იმისა, რომ მას ხელზე მარკირების ნიშანი უკვე ჰქონდა.

ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბანზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. მათ ტერიტორია დამკვირვებლის ჩარევის შემდეგ დატოვეს.

ახალციხის საარჩევნო ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით მისცა.

არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
ცესკო: შუადღის მონაცემებით ყველაზე აქტიური ამომრჩეველი მცხეთაშია

მიუხედავად მცირე დარღვევებისა, ქვეყანაში არჩევნები, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.

ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ჩანაწერების წიგნში შეიტანეს 34 შენიშვნა და შეადგინეს 37 საჩივარი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ არჩევნებზე 700-მდე დამკვირვებელი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0