თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას ყველაზე აქტიური 12:00 საათისთვის მცხეთის ოლქის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
არჩევნების მეორე ტური 73-იდან 50 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის გამოცხადება 12,71%-ია, ანუ არჩევნებზე 315 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.
მცხეთის საარჩევნო ოლქში ხმა მისცა ამომრჩევლის 22,7%-მა. აქტიურად მონაწილეობენ არჩევნებში ასევე ლანჩხუთსა (19,9%) და ბაღდათში (18,5%).
ყველაზე პასიური ამომრჩეველი ამ დროისთვის გორის რაიონში დაფიქსირდა, ასევე თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში.
საქართველოს მოსახლეობა ამჯერად პარლამენტის 50 დეპუტატს ირჩევს. კენჭისყრის პირველი ტურის შედეგებით, 100 დეპუტატი უკვე არჩეულია.