„ოცნება“ ირწმუნება, რომ ენმ მარნეულში არჩევნების ჩაშლას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპარლამენტო არჩევნები საქართველოში მეორე ტური
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაცმოძრაობამ“ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გაყალბების შესახებ განაცხადა, ხოლო მმართველმა პარტიამ ოპონენტები იქ არჩევნების ჩაშლის განზრახვაში დაადანაშაულა.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თავის მომხრეებს მოუწოდა, არ დაუშვან მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლა.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მსვლელობისას, 8 ოქტომბერს ყიზილაჯლო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მარნეულში 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა აქვს განზრახული, მათ შესაბამისი ზომების მიღება აქვთ დაგეგმილი“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გორის რაიონში არჩევნების დღეს ენმ-ის აქტივისტი სცემეს

მან აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის ჩაშლა დაუშვებელია.

„ყველას ვაფრთხილებთ, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ. დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, არ დაუშვან ასეთი რამ“, — აღნიშნა კობახიძემ.

უფრო ადრე ენმ-ის წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ საარჩევნო უბანზე არჩევნების გაყალბება მიმდინარეობს და ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„50-ე საარჩევნო უბანთან, სადაც არ ამოწმებენ მარკირებას, ასევე კომისიის წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, ვინ ვის მისცა ხმა. ამაზე მოხდა რეაგირება, რასაც კენჭისყრა მოჰყვა და ჩვენი წარმომადგენლები გამოაძევეს. მძიმე დარღვევებია, საარჩევნო პროცესი, პრაქტიკულად, ყალბდება“, — განაცხადა კახიძემ.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ კახიძის ინფორმაცია უარყო.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა არჩევნების პირველი ტურის მსვლელობისას გაყალბების შესახებ განაცხადა

„ენმ-ს წევრის, ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მარნეულში არჩევნები ყალბდება, ცესკომ გადაამოწმა და ის სიმართლეს არ შეესაბამება… მარნეულის 50-ე უბანზე მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც კომისიის წევრმა გარეთ გამოსულ ამომრჩეველს გადაუკეცავი ბიულეტენის გადაკეცვა სთხოვა და უკან შემოაბრუნა“, — განაცხადა მიქელაძემ.

„ენმ-ის წევრი და „თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ, რისთვისაც მათ კომისიის წევრებმა უბანი დაატოვებინეს“, — განმარტა მიქელაძემ.

50-ე საარჩევნო უბანზე ენმ-ის წარმომადგენელი და „თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას აჭარბებდნენ.

ცესკომ არჩევნების მონაწილეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0