გორის რაიონში არჩევნების დღეს ენმ-ის აქტივისტი სცემეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას პარტიების აქტივისტებს შორის პირველი ჩხუბი მოხდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ სოფელ ზეღდულეთში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საარჩევნო ყუთის გახსნა - Sputnik საქართველო
საიამ არჩევნებზე პირველი დარღვევების შესახებ განაცხადა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ცემა“. დამნაშავეს ჯარიმა, ან 120-დან 180 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან 15 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოები ელოდება.

მერებაშვილი ირწმუნება, რომ ცემაში გორის რაიონის საკრებულოს დეპუტატი კობა ბერიანიძე მონაწილეობდა. ინციდენტი 44-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლებას მერებაშვილის ცემის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.

 „ქართულ ოცნებაში“ მოვლენების საკუთარი ვერსია წარმოადგინეს. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მერებაშვილმა, მმართველი პარტიის აქტივისტებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ჩხუბის პროვოცირება თავად მოაწყო.

„დაშავდნენ ადამიანები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. დაშავდნენ ჩვენი აქტივისტები და ბადრი ბასიშვილის (დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ენმ-იდან) მომხრეები“, — განაცხადა კობახიძემ.

ინციდენტის შემდეგ დააკავეს ალბერტ მერებაშვილის მამა. მას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა ედება ბრალად.

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა

კობახიძემ „ქართული ოცნების“ მომხრეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ და პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

გორის რაიონში ენმ-ის კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს. ენმ-ის მომხრეები ხმას აძლევენ ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს. ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ბიულეტენებში მხოლოდ ფორმალურად არის მითითებული, რადგან მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ასევე, ტოვებს პარტიას და დროებით პოლიტიკიდან მიდის.

ყველა ახალი ამბავი
0