თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში მიმდინარეობს. ამომრჩევლის გამოცხადებამ 10:00 საათისთვის 4,65% შეადგინა.
„მივესალმები საქართველოს ამომრჩევლებს, მოვუწოდებ მათ, აქტიური იყვნენ დღესაც, როგორც აქტიური იყვნენ 8-ში. მივიდნენ უბნებზე, დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა.