ქორწინება აჭარულად: ახალდაქორწინებულებმა ხმა საქორწინო სამოსში მისცეს

© Ajara TVახალდაქორწინებულები აჭარის საარჩევნო უბანზე
ახალდაქორწინებულები აჭარის საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატარძალმა კენჭისყრაში მონაწილეობა საქორწინო კაბასა და ხელში ყვავილების თაიგულით მიიღო.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. აჭარაში, სოფელ ვაიოს მე-12 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად სიძე-პატარძალი საქორწინო სამოსით გაემგზავრა, იუწყება ტელეკომპანია „აჭარა ტვ“.

პატარძალმა რეგისტრაცია საქორწინო კაბაში, ყვავილების თაიგულით გაიარა და ხმის მისაცემად კაბინაში მეუღლესთან ერთად შევიდა.

არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში ეს მეორე ტურია და დეპუტატებს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ.

ამჯერად საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ პარლამენტის 50 და აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვს დეპუტატს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხოლოდ აჭარის მოსახლეობა ირჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0